N 547 - 24/10/2011 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 24.10.2011
№ დოკუმენტი 547
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №547

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:

„ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX2 თავი:

„თავი XIX2

საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტისას დღგ-ის გადახდის წესი

მუხლი 757. დღგ-ით დაბეგვრის წესი

1. პირი, რომელიც ახორციელებს საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში (შემდგომში – საწყობი) შეძენილი უცხოური საქონლის დღგ-ით დასაბეგრ იმპორტს, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარუდგინოს გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” (შემდგომში – გაანგარიშება) №III-27 დანართის შესაბამისად.

2. გაანგარიშებას თან უნდა დაერთოს ამავე გაანგარიშებით კუთვნილი (გაანგარიშებაში მოცემული ცხრილის მე-6 სვეტში მითითებული) დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტს ახორციელებს პირი, რომლისთვისაც საქონლის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, გაანგარიშებაში მოცემული ცხრილის მე-6 სვეტის შესაბამის გრაფაში დაისმევა ტირე ’’–‘’.

4. დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გაანგარიშებასთან ერთად წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს, რომელზეც არ ვრცელდება დღგ-ის ჩათვლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვები.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლა პირს არ ათავისუფლებს საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის დღგ-ით დასაბეგრი იმპორტისას სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად გაანგარიშების წარდგენისა და გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებისაგან.“.

3. დაემატოს დანართი №III-27 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დ. გვინდაძე

 

დანართი №III-27

 

გ ა ა ნ გ ა რ ი შ ე ბ ა

საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ

 

1. იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის

 

№ _______

 

________________

თარიღი

 

2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------

(დასახელება/ სახელი, გვარი)

 

#assignedTableId-1675422870137 {margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }

 

#assignedTableId-1675422870138 {margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }საქონლის დასახელება

ზომის ერთეული

რაოდენობა

სატარიფო ღირებულება

საწყობში შეძენის ღირებულება

გადასახდელი დღგ (სვ.5-სვ.4)X18%

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

 

1

2

3

4

5

6

7

 

ჯამი

 

3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

4. საწყობში საქონლის შესყიდვისა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ:

 

დეკლარანტი/უფლებამოსილი პირი ----------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში))