ბრძანება N 13295

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.06.2023
№ დოკუმენტი 13295
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13295

13.06.2023

ი/მ ---------- (ს/ნ -----------)

(მის.: --------------)

2022 წლის 13 დეკემბრის, 2023 წლის 15 და 22 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ --------) 2022 წლის 13 დეკემბრის №77242/1/2022, 2023 წლის 15 თებერვლის №27757/21-11 და 22 თებერვლის №32525/21-05 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №070-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ბანკებიდან ამოღებული ავეჯის განვადების დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის და გაყიდული საქონლის დასახელება, მოდელი, რაოდენობა და მთლიანი ღირებულება. მიუხედავად ამისა, გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საერთოდ არ შეუსწავლია წარდგენილი პირვანდელი დოკუმენტები. წარმოდგენილი აქვს შემდეგი სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება ინვვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს 48%-ს. მიუთითებს, რომ ფასნამატი რეალურად არის 20-25%. ასევე, აცხადებს, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში ავეჯის ტრანსპორტირებისას სისტემატურად ადგილი ჰქონდა მცირე დაზიანებებს, რაც ცხადია ამცირებდა საბოლოო სარეალიზაციო ფასს. მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციისას არ იქნა გათვალისწინებული წუნდებული საქონელი. აცხადებს, რომ იგი ძირითადად საქონელს ყიდის განვადებით, რისი დამადასტურებელი პირვანდელი დოკუმენტაციაც არსებობს სს „------ ბანკსა“ და სს „-------- ბანკში“. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 6 ივლისამდე პერიოდში რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება თავად შემოწმების პროცესშივე დადგენილ 2017-2019 წლების ფასნამატის მაჩვენებელს (48%-ს).

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს. მიუთითებს, რომ არარეალური ფასნამატით განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა.

3. მომჩივანი ითხოვს სადავო აქტით დარიცხული ქონების გადასახადის გადაანგარიშებას შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გაანგარიშების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 აპრილის №11833 ბრძანების საფუძველზე ი/მ --------- (ს/ნ -------) 2021 წლის 22 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,, 1. ი/მ --------- (ს/ნ --------) 2021 წლის 22 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს დანაკლისის თანხის ოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, სადავო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სადავო აქტით ქონების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება;

5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 აპრილის №11833 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 25 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე ი/მ ------- (ს/ნ -------) შეუმცირდა სულ 12 971 ლარი, მათ შორის გადასახადი 9 376 ლარი და ჯარიმა 3 595 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 9 ნოემბრის №070-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით დოკუმენტაცია წარმოადგინა არასრულად. კერძოდ, არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 ამასთან, შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა მისი ძირითადი მომწოდებლის წერილობითი ახსნა-განმარტება და სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომლის მიხედვითაც, გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის დიდი ნაწილი მშენებარე ფართში საწყობდებოდა, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული ობიექტი 2019 წელს უკვე გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით დაევალა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა (მათ შორის, ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), რაც გადამხდელის მხრიდან არ შესრულებულა, კერძოდ, არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც აუდიტის მხრიდან შესრულდა და შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით დოკუმენტაცია წარმოადგინა არასრულად. კერძოდ, არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ამასთან, შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა მისი ძირითადი მომწოდებლის წერილობითი ახსნა-განმარტება და სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომლის მიხედვითაც, გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის დიდი ნაწილი მშენებარე ფართში საწყობდებოდა, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული ობიექტი 2019 წელს უკვე გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).