N 06 - 27/06/2024 - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2024 წლის 27 ივნისი
ქ. ბათუმი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის №09 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.133.016204) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და „ე“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;
დ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 250 000 ლარი კვარტალში;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენლი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
თენგიზ ირემაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე