ბრძანება N 21256
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21256
30 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 16 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 16 აგვისტოს №83091/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №006-360 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება. კერძოდ, გადამხდელის მოთხოვნის და არგუმენტების გათვალისწინებით სრულად უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადში განხორციელებული დარიცხვა. აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი თანხის ნაშთი სალაროში/საქვეანგარიშოდ გაცემული ან ისეთი თანხა, რომელიც ხელფასად/დივიდენდად არის გაცემული და საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს მის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებზე და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დარიცხვის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 ოქტომბრის №31513 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,------ს“ (ს/ნ ------) 2021 წლის 28 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.”
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 ოქტომბრის №31513 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 400 243 ლარი, მათ შორის, გადასახადი 266 829 ლარი და ჯარიმა 133 414 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 17 ივლისის №006-360 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შპს „------ს“ საქმიანობას წარმოადგენს წიდის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შპს „------ს“ 2019 წლის 27 ნოემბერს შპს „------“-დან სასაქონლო ზედნადებით (ტრანსპორტირების გარეშე) №------ შეძენილი აქვს 2 500 ტონა წიდა ერთეულის ფასი 350 ლარი, ღირებულებით სულ 875 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 18 თებერვლის №3906 ბრძანებით ჩატარდა შპს „------ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შპს „-------ს“ დირექტორის განცხადებით, ინვენტარიზაციის ჩატარების დროს სასქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული იყო შპს „------“-ის ტერიტორიაზე, ერთიმეორისგან გაუმიჯნავი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პროცედურების სრულყოფილად ჩატარების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხი: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის დადგენა, სხვაობის განსაზღვრა, შემადგენლობა და საბაზრო ფასი. სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დადგინდა: სმფ-ების რაოდენობა სულ შპს „-------“-ის ტერიტორიაზე 1 601.25 ტონა, საბაზრო ფასი 15 ლარი. ხოლო წარმოდგენილ მასალის ნიმუშში მაგნიუმის წილი შეადგენს 13.97%. ვინაიდან, ექსპერტიზით დადგინდა შეძენილი წიდისგან განსხვავებული წიდა, როგორც ღირებულებით, ასევე შემადგენლობით და ფასით, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა აღურიცხველად. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ, შპს „------მა“ შპს „-------“-დან შეძენილი 2 500 ტონა წიდა 2020 წლის აგვისტოში იგივე საქონელი იგივე ფასად მიაწოდა უკან, რითაც გააუქმა შეძენის ოპერაცია. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლის შედეგებით გაუქმდა შპს „-------ს“ შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები. ვინაიდან, წიდის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ასევე, შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გაუქმდა შპს „------“ შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები. ვინაიდან, წიდის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ასევე, შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს მიღებული აქვს ავანსი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ბანკის საშუალებით აქვს გატანილი ავანსად (311 906 ლარი) და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დარიცხვის საფუძველს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს წიდის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 18 თებერვლის №3906 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივნის განცხადებით, ინვენტარიზაციის ჩატარების დროს სასქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული იყო სხვა შპს-ის ტერიტორიაზე, ერთიმეორისგან გაუმიჯნავი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პროცედურების სრულყოფილად ჩატარების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხი: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის დადგენა, სხვაობის განსაზღვრა, შემადგენლობა და საბაზრო ფასი. სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დადგინდა: სმფ-ების რაოდენობა სულ შპს-ის ტერიტორიაზე 1 601.25 ტონა, საბაზრო ფასი 15 ლარი. ხოლო წარმოდგენილ მასალის ნიმუშში მაგნიუმის წილი შეადგენს 13.97%. ვინაიდან, ექსპერტიზით დადგინდა შეძენილი წიდისგან განსხვავებული წიდა, როგორც ღირებულებით, ასევე შემადგენლობით და ფასით, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა აღურიცხველად. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ, მომჩივანმა შპს -დან შეძენილი 2 500 ტონა წიდა 2020 წლის აგვისტოში იგივე საქონელი იგივე ფასად მიაწოდა უკან, რითაც გააუქმა შეძენის ოპერაცია. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლის შედეგებით გაუქმდა მომჩივნის შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები. ვინაიდან, წიდის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ასევე, შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).