N 2866 - 26/03/2011 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2010 წლის 26 მარტი.
№2866–Iს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე