ბრძანება N 528
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 528
23 იანვარი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: "------")
2025 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) №93703/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის №259-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ შემოწმებას სრულად წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხებიდან შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ის თანხები, რომლებიც საბანკო ანგარიშებში ჩანდა დამფუძნებლის შენატანად და არ გაითვალისწინა სალაროში შემოტანილი კაპიტალი. აგრეთვე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მისაბმელები 2020 წლის განმავლობაში გაქირავებული იყო და კომპანია არ იყენებდა გადაზიდვებში, თუმცა შემოწმებამ აღნიშნული ხელშეკრულებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. აცხადებს, რომ იჯარის დაწყების თარიღად შემოწმებამ 2020 წლის 3 იანვარი უნდა განიხილოს და დამატებით მიღებულად ჩათვლილი შემოსავლები შეამციროს.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21096 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 22 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21096 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 16 859 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 167 ლარი, ჯარიმა 5 692 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 დეკემბრის №259-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ინფორმაცია (შესაბამისი საბანკო ამონაწერებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით), რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად დამფუძნებელმა განახორციელა კაპიტალში შენატანები, 2019 წელს 90 500 და 2020 წელს 69 000 ლარის ოდენობით. ამასთან დადასტურდა, რომ საწარმოს აღნიშნული შენატანები ესაჭიროებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები, ორმხრივად დამოწმებული ახსნაგანმარტებებით, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას. ამავდროულად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები ჯამურად შემცირდა 16 859 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი საბანკო ამონაწერები და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლითაც დადასტურდა, რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, დამფუძნებელმა საწარმოს კაპიტალში შეიტანა თანხები. ასევე, დადასტურდა, რომ კომპანიას აღნიშნული შენატანები ესაჭიროებოდა სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები და ორმხრივად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რითაც დადასტურდა, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას და გაიზარდა იჯარიდან მიღებული შემოსავალი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ინფორმაცია,რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად დამფუძნებელმა განახორციელა კაპიტალში შენატანები, 2019 წელს 90 500 და 2020 წელს 69 000 ლარის ოდენობით. ამასთან დადასტურდა, რომ საწარმოს აღნიშნული შენატანები ესაჭიროებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები, ორმხრივად დამოწმებული ახსნაგანმარტებებით, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას. ამავდროულად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები ჯამურად შემცირდა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).