ბრძანება N 31454

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2023
№ დოკუმენტი 31454
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31454

13 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------- -ის “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 14 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა სს „------- -ის “ (ს/ნ "------") №85056/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №006-523 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ ანგარიშვალდებულ პირზე მოთხოვნა, 2018 წლის 22 ნოემბერს, 113 611 ლარის ღირებულებით, ჩამოწერილია ურთიერთდამოკიდებული კომპანიის შესყიდვის გზით. გადამხდელის განმარტებით, საწარმომ ნამდვილად მოახდინა სს „N1-ის “ 100%-იანი წილის შეძენა. ამასთან, წილი შეძენამდე შეფასებულია აუდიტორული ფირმების რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ და დადგენილია წილის ღირებულებაც. ხოლო, შესყიდვას საფუძვლად უდევს შესაბამისი ხელშეკრულება. გადამხდელის განმარტებით, 2019 წელს აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრეულებაც და სს „N1-ის “ მიერ შეძენილია სავაჭრო პლატფორმა ("-------") 75 000 აშშ დოლარად. ამასთან, აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დამუშავება და 2019 წელს უკვე ჰყავდა დასაქმებული თანამშრომლები, რაც დასტურდება წარმოდგენილი შესაბამისი დეკლარაციებით. ამდენად, გადამხდელს გაუგებრად მიაჩნია დარიცხვის საფუძვლები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15083 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-679 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით სს „------ -ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 7 თებერვლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. სს „-------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს." შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის N15083 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 ოქტომბრის №006- 523 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 საწარმოს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, 2018 წლის 22 ნოემბერს ურთიერთდამოკიდებული საწარმოს სს „N1-ის “ (ს/ნ "------") 100 %- იან წილს ნასყიდობისას რაიმე ღირებულება არ გააჩნდა. 2014 წლიდან 2018 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტი) საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია. სს ,,N1-ის “ 2014 წელს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო მას შემდეგ 2019 წლამდე აღნიშნული დეკლარაცია არ წარუდგენია. 2014 წლის 31 მარტს წარმოდგენილ ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში საწარმოს ძირითად საშუალებად ერიცხებოდა ავეჯი ოფისისათვის, რომლის წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2 490 ლარს. 2019 წლის 31 მარტს წარმოდგენილი ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციის მიხედვით, საზოგადოებას ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულ პერიოდში არ არის წარმოდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებია დადეკლარირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელზე) გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების/დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების პროცესში საქმის ირგვლივ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების/მტკიცებულებების წარდგენა. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, 2018 წლის 22 ნოემბერს ურთიერთდამოკიდებული საწარმოს სს „N1-ის “ (ს/ნ "------") 100 %-იან წილს ნასყიდობისას რაიმე ღირებულება არ გააჩნდა. 2014 წლიდან 2018 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია, ამასთან, 2014 წელს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო მას შემდეგ 2019 წლამდე აღნიშნული დეკლარაცია არ წარუდგენია. 2014 წლის 31 მარტს წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში საწარმოს ძირითად საშუალებად ერიცხებოდა ავეჯი ოფისისათვის, რომლის წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 2 490 ლარს. 2019 წლის 31 მარტს წარდგენილი ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციის მიხედვით საზოგადოებას ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულ პერიოდში არ არის წარდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებია დადეკლარირებული .აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი და დაუბრუნებელი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მხრიდან რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. მომჩივანს მიერ არ არის წარმოდგენილი არც მოგების გადასახადის დეკლარაციები და არც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებია დადეკლარირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304 (21).