N 2882-XIმს-Xმპ - 16/05/2023 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.
2. 188-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684871147825 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }
4
მსუბუქი ავტომობილი (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში– საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1სმ 3
8703
ა) 1 წლამდე
1 სმ 3
1.5
ბ) 1 წლის
1 სმ 3
1.5
გ) 2 წლის
1 სმ 3
1.5
დ) 3 წლის
1 სმ 3
1.4
ე) 4 წლის
1 სმ 3
1.2
ვ) 5 წლის
1 სმ 3
1.0
ზ) 6 წლის
1 სმ 3
0.8
თ) 7 წლის
1 სმ 3
0.8
ი) 8 წლის
1 სმ 3
0.8
კ) 9 წლის
1 სმ 3
0.9
ლ)10 წლის
1 სმ 3
1.1
მ)11 წლის
1 სმ 3
1.3
ნ)12 წლის
1 სმ 3
1.5
ო)13 წლის
1 სმ 3
1.8
პ)14 წლის
1 სმ 3
2.1
ჟ)14 წელზე მეტის
1 სმ 3
2.4
“;
ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული კლასიკური ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.0 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე.“.
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,16 მაისი 2023 წ.
N2882-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე