ბრძანება N 25538
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25538
06 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------ის (ს/ნ ------------)
(ფაქტ. მის.:------------------)
(იურ. მის.: ------------------)
2026 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა ი/მ --------ის (ს/ნ ------------) 2026 წლის 15 ოქტომბრის №105062/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 სექტემბრის №056-62 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აგვისტოს №17886 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აგვისტოს №17886 ბრძანებით ი/მ --------ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 30 დეკემბრისა და 2026 წლის 6 მაისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. ი/მ --------ის (ს/ნ ------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აგვისტოს №17886 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2026 წლის 10 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 272 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 048 ლარი, ხოლო ჯარიმა 2 224 ლარი.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 15 სექტემბრის №056-62 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 49 681 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 891
დღგ - (-14 868)
საშემოსავლო გადასახადი - 45 618
ქონების გადასახადი - 141
ჯარიმა - 13 113
საურავი - 5 677
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ------ (სანომრე ნიშნით: ----) და ------ (სანომრე ნიშნით: -----) იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლის პროპორციულად (რომელიც დასტურდება საზღვრის კვეთით) და შედეგად, გადამხდელმა 2023 წლის მარტის თვეში მიიღო დღგ-ის ჩათვლა 6 048 ლარის ოდენობით. ასევე, გადამხდელს შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა - 2 224 ლარით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ მხოლოდ ნაწილობრივ მოახდინა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. სხვა არგუმენტი არ აქვს წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაეთვალისწინებინა ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელმა 2023 წლის მარტის თვეში მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტი//მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --------ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №17886 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №17886 ბრძანებით მომჩივანის 2025 წლის 30 დეკემბრისა და 2026 წლის 6 მაისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის №17886 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 272 ლარი, მათ შორის გადასახადი 6 048 ლარი, ხოლო ჯარიმა 2 224 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №056-62 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);