ბრძანება N 17024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17024
28 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --- ის (ს/ნ ---)
(მის.: ქარელი, ს. რუისი) 2026 წლის 29 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2026 წლის 29 ივნისის №103148/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 ივნისის №068-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლებთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა უგულებელყო გადამხდელის დასაბუთებული მოთხოვნა, მრავალჯერ შეცვალა პირის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშების მეთოდი და საბოლოოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით, კერძოდ, პირის მიერ ცალკეული წლის მიხედვით ინდივიდუალურად ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებულ იქნა სხვა წლებში ნაწარმოები პროდუქციის რიცხვზე, რითაც აუდიტორებმა მოახდინეს სოფლის მეურნეობისგან მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად გაზრდა. აუდიტორებს ხელთ ჰქონდათ შემოწმების პერიოდში პირის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებები, რომელიც ადეკვატურად ასახავდა პირის მიერ ნაწარმოები საქონლის შესახებ ინფორმაციას და როგორც პირი ახსნაგანმარტებებში აღნიშნავს, მან შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით (ზედნადებები) გასწია კაპიტალური ხარჯები, მოაწყო სასათბურე და შესანახი მეურნეობა (სამაცივრე მეურნეობა), გააშენა ახალი ბაღი, რომელიც შემოწმების პერიოდში ჯერ არ იყო მსხმოიარე და ა.შ. აღნიშნულმა ხარჯებმა კი გამოიწვია პირის ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება, თუმცა მომავალში მზარდი მოსავლიანობიდან გამომდინარე იგი ელოდება შემოსავლების 200 ათას ლარიან ზღვარზე გადამეტებას და დაკარგავს წინა წლებში გაწეულ ხარჯებს, ვინაიდან, ვერ მოახდენს ზარალის გადატანას შემდეგი წლის დეკლარაციებში. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს, ასევე ითხოვს ხარჯების და ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის და დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20779 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან, კერძოდ, 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 სექტემბრის №20779 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 2 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 5 ივნისის №068-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი თავისივე მოწოდებულ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის (რაც წესით სათბურს არ უხება) გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. გადამხდელი თავისივე ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ სათბურში ხდებოდა ორ ეტაპად მოსავლის მიღება. 2022 წელს გადამხდელმა წარმოების გაფართოების მიზნით, გარდა არსებული მიწის ნაკვეთებისა და არსებული სათბურის, ასევე დაიმატა ჯამში ჰექტარი მიწა პროდუქციის მისაღებად. ახსნაგანმარტებაში გადამხდელი წერს, რომ აწარმოა კომბოსტოს და პომიდვრის მოსავლის მოყვანა. საუბარია არსებულ სათბურში წარმოებაზე. მისივე აღნიშვნით არსებული პროდუქცია თითქმის გაუნადგურდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, შესაბამისად, 2022 წლის მოსავლის გაანგარიშებაში შემოწმებით გათვალისწინებულია წინა წლის მონაცემი, განახევრებული პომიდვრის და კომბოსტოს მოსავალი.
სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი (მხოლოდ ახსნაგანმარტება) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 16 ივლისს 14:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ამასთან, 2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი თავისივე მოწოდებულ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში.
ვინაიდან, გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის წარდგენილი (წარდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს, ასევე ითხოვს ხარჯების და ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის და დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2022 წელს მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (პომიდორი, კომბოსტო) გადასახადის გადამხდელი თავისივე მოწოდებულ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ 2021 წელს მოაწყო სათბური პომიდორის და კომბოსტოს მოსავლის მისაღებად, უამინდობის და გვალვიანობის (რაც წესით სათბურს არ უხება) გამო მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%, რაც საგადასახადო შემოწმებისას უკვე გათვალისწინებულია შესაბამის გაანგარიშებაში და ასახულია საგადასახადო შემოწმების შედეგებში. გადამხდელი თავისივე ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ სათბურში ხდებოდა ორ ეტაპად მოსავლის მიღება. 2022 წელს გადამხდელმა წარმოების გაფართოების მიზნით, გარდა არსებული მიწის ნაკვეთებისა და არსებული სათბურის, ასევე დაიმატა ჯამში ჰექტარი მიწა პროდუქციის მისაღებად. ახსნაგანმარტებაში გადამხდელი წერს, რომ აწარმოა კომბოსტოს და პომიდვრის მოსავლის მოყვანა. საუბარია არსებულ სათბურში წარმოებაზე. მისივე აღნიშვნით არსებული პროდუქცია თითქმის გაუნადგურდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, შესაბამისად, 2022 წლის მოსავლის გაანგარიშებაში შემოწმებით გათვალისწინებულია წინა წლის მონაცემი, განახევრებული პომიდვრის და კომბოსტოს მოსავალი.
სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი (მხოლოდ ახსნაგანმარტება) დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება (შემცირება) აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.