ბრძანება N 7248

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2026
№ დოკუმენტი 7248
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7248

31 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 9 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №101207/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 9 მარტის №024-2026-042894 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 2026 წლის 9 მარტის №024-2026-6966 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მიიღო შეტყობინება საგადასახადო დავალიანების გადახდის გრაფიკის გაუქმებისა და ანგარიშებზე წარდგენილი ინკასოს შესახებ. მიუთითებს, რომ დავალიანებას იხდის გრაფიკის მიხედვით და ვალდებულება სრულად გადახდილი აქვს, შემდეგი გადახდა უწევს 27 მარტს. ვარაუდობს, რომ მის მიერ გადარიცხული თანხა გვიან აისახა, რადგან დაემთხვა შაბათ-კვირა და შესაძლოა, ამის გამო ჩაითვალა, რომ დაარღვიეს გადახდის გრაფიკი. ასევე, მიუთითებს, რომ საგადასახადო დავალიანების გადანაწილების ახალ გრაფიკზე უკვე გამოაგზავნა განაცხადი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანებების გაუქმებასა და საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 20 თებერვლის ID:------- განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 23 თებერვალს გამოცემულ იქნა №024-2026-5700 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ 2026 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (3 945.27 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. ასევე, შპს „-------” (ს/ნ -------) გაფორმდა 2026 წლის 23 თებერვლის №2026-3175 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად, მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2026 წლის 23 თებერვლის №2026-3175 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა დროულად), 2026 წლის 9 მარტს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №024-2026-6966 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2026 წლის 23 თებერვლის №024-2026-5700 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2026-3175 ხელშეკრულება.

ამავე ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა 2026 წლის 9 მარტის №024-2026-042894 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. ამასთან, ზემოაღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 328.96 ლარი. ასევე, შპს „-------“ (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა 2026 წლის 10 მარტის №011-2026-042925 კორექტირებული საინკასო დავალება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 10 მარტის N024-2026-043035 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.

ამასთან, შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 18 მარტს ხელმეორედ გაუფორმდა გრაფიკი აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

„აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 9 მარტის №024-2026-6966 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64- ე მუხლის თანახმად:

1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ:

ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ დაირღვა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2026 წლის 23 თებერვლის №2026-3175 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა დროულად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 9 მარტის №024-2026-042894 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ დაირღვა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2026 წლის 23 თებერვლის №2026-3175 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა დროულად, შესაბამისად, 2026 წლის 9 მარტს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №024-2026-6966 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2026 წლის 23 თებერვლის №024-2026-5700 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2026-3175 ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოცემულ იქნა 2026 წლის 9 მარტის №024-2026-042894 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. 2026 წლის 9 მარტის მდგომარეობით გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შეადგენდა: გადასახადი 3 574.64 ლარი, ჯარიმა 327.67 ლარი, საურავი 507.17 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 9 მარტის მდგომარეობით, ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.