ბრძანება N 4281
📄 სრული ტექსტი
N 4281
27 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ---) 2024 წლის 13 თებერვლის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 23 თებერვლის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) N87664/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №002044 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს 500 ლარის ოდენობით, რადგან სკოლიდან 35 მეტრის დაშორებით მოახდინა თამბაქოს რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ფაქტი გამოწვეულია არცოდნით, ითხოვს სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2024 წლის 7 თებერვალს ი/მ ---ის (ს/ნ---) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (---) კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ობიექტში ხორციელდებოდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით (სკოლიდან 35 მეტრის მანძილზე), რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა №002044 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირს დაეკისრა სახდელი 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ დარღვეულია თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს 500 ლარის ოდენობით, რადგან სკოლიდან 35 მეტრის დაშორებით მოახდინა თამბაქოს რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევის ფაქტი გამოწვეულია არცოდნით, ითხოვს სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა №002044 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირს დაეკისრა სახდელი 500 ლარის ოდენობით
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილს.