გადაწყვეტილება №19072/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19072/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19072/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოწმების ჩატარების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების კანონიერება;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი;
4. ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონლის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად ჩათვლა;
5. სალაროში არსებული თანხების სესხად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
6. ბანკიდან აღებული სესხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;
7. კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების ხელფასად განხილვის მართლზომიერება;
8. საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვა;
9. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №005-137 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 388 622 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 666 574
დღგ -233 706
მოგების გადასახადი - 7 110
საშემოსავლო გადასახადი - 425 758
ჯარიმა - 364 286
საურავი - 357 762
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ------- სავაჭრო ცენტრში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 19.07.2022 წლის წერილის (№11785/15-04-03/3) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის №23779 ბრძანება და №005-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატის არ გავრცელება დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად წინა წლების რეალიზაციების გათვალისწინება და მის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთის განსაზღვრა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით ხელმძღვანელობა. აღნიშნული მეთოდური მითითებით საკითხის შესწავლისას, აუდიტის დეპარტამენტმა, სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში, მხედველობაში მიიღოს საკასო შემოსავლის პირობებში „სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №958 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების ჩატარების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების კანონიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19505 და 30 აგვისტოს №22510 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, 262-ე მუხლზე, 263-ე მუხლზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19505 და 30 აგვისტოს №22510 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „-------“ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19505 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19505 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ არაკანონიერია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ანუ, კამერალური საგადასახადო შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განისაზღვრება ბრძანებით. მათ შემთხვევაში, შემოწმება ჩატარდა და 12.09.2022 წლის შემოწმების აქტი შედგენილია 22.07.2022 წლის №19505 ბრძანების (ასევე მასში ცვლილებების ბრძანებების) საფუძველზე (დანართი 5), რომლითაც შესამოწმებლად განსაზღვრულია არა ერთი რაიმე კონკრეტული საკითხი, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამდენიმე, ზოგადად ყველა მოქმედი გადასახადებით დაბეგვრის საკითხი.
შემოწმების აქტში მოცემულია, რომ შემოწმდა: დამატებული ღირებულების გადასახადი; ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი (ყოველწლიური); საშემოსავლო გადასახადი (ყოველთვიური).
2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა სწორედ ზემოაღნიშნული, უკანონო ბრძანების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ 12.09.2022 წლის აქტი წარმოადგენს 14.09.2022 წლის №23779 ბრძანების და №005-137 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.
მომჩივანი მიუთითებს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების შესახებ ბრძანება არაკანონიერია, 12.09.2022 წლის შემოწმების აქტს იურიდიულად ძალა არ აქვს და შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №23779 ბრძანება და №005-137 საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილების თანახმად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19505 და 30 აგვისტოს №22510 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
საქმესთან არსებული მასალების, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092200522025 საქმეზე, შპს „-------“ (ყოფილი შპს „-------“) მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. კომპანიაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 20 ივლისს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაზეც მიწოდებული მასალებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციისას განესაზღვრა 0 ლარის ღირებულების ფაქტიური სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ 2016-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მასთან დაკავშირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაფუძნების დღიდან, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 360 823 ლარი, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 1 507 544 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა შემოწმებისათვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ მოხდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, შეუძლებელი გახდა რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. აგრეთვე, წარდგენილი ინფორმაციით ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გაშიფვრა. პროგრამაში არსებული საქონლის ჩამოწერით შეუძლებელი გახდა მიღებული, გახარჯული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია. ამასთან, საბაჟოზე წარდგენილ ინვოისებში თითოეულ საქონელს მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი, რომლის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ პროდუქციის იდენტიფიცირება სახეობის და ღირებულების მიხედვით. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს თითოეული რეალიზაცია საქონლის მაიდენტიფიცირებადი კოდების სარეალიზაციო ფასების მითითებით. შემოწმების მიერ, დამუშავდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია და თითოეული საქონლის კოდის ინვოისში არსებული, შესაბამისი საქონლის თვითღირებულებასთან დაკავშირებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 77.3%. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ხდებოდა 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ და სახეობრივ ჭრილში იდენტიფიცირება, 2019 წლის საწყისი ნაშთის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, 2016-2018 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციებით და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით, განისაზღვრა ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 0 ლარი, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებული იქნა პროპორციულად შემდგომ პერიოდში. შემოწმების მიერ, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილი ხარჯების გამოკლებით, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, კერძოდ, შეუძლებელია რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რითაც დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, აღნიშნულის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას და აცხადებს, რომ 2022 წელსაც კი ფასნამატი არ აღემატება 40%-ს, ხოლო შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, მრავალ შემთხვევაში ფასნამატი აჭარბებს 200%-ს, ცალკეულ შემთხვევებში ფასნამატი 1 100%-დან 1 500%-მდეა, ხოლო ერთ შემთხვევაში 3 300%-მდე. თითქოს ეს კოლოსალური ფასნამატი გაანგარიშებისას არ გამოყენებულა, მაგრამ 250-370% ფასნამატიც ნებისმიერ საქონელზე არარეალურია. ამასთან, ფასნამატი გამოყენებულია სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულ საქონელზეც, რის შედეგადაც არასწორადაა გაზრდილი შემოსავლები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილის ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად შემოსავლების გაზრდის გამო, რომელიც დაიბეგრა როგორც დღგ-ით, ასევე საშემოსავლო გადასახადით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მიაჩნია არაკანონიერად, ვინაიდან არ არსებობდა მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ თითქოსდა გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. სინამდვილეში, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი საერთოდ არ განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესს და არც შეიძლება განსაზღვრავდეს, რადგან ეს არა ამ კანონის რეგულირების სფერო. აღნიშნავს, რომ არც 43-ე მუხლშია მოცემული და არც შემოწმებას დაუკონკრეტებია, თუ რატომ, რა სამართლებრივი საფუძვლის გამოყენებით იყო შესაძლებელი ეგრეთ წოდებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლში მკაცრად არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში შეიძლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ხოლო მათ შემთხვევაში, ასეთი პირობები არც დამდგარა და არც შემოწმებას აქვს მითითებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და მითუმეტეს, ყოვლად უსაფუძვლოდ, შემოსავლების გაზრდისათვის.
3. შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად განსაზღვრული შემოსავლების ოდენობა არასწორია, ვინაიდან არასწორადაა გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა.
ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემებით 2022 წელსაც კი ფასნამატი არ აღემატება 40%-ს, ხოლო შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების ცხრილით მრავალ შემთხვევაში ფასნამატი აჭარბებს 200%-ს. ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემები მათთვის უცნობია, არარეალურია და მის აბსურდულობას ისიც ადასტურებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ფასნამატი 1100 %-დან 1500 %-მდეა, ხოლო ერთ შემთხვევაში 3300 %-მდეა. თითქოსდა ეს კოლოსალური ფასნამატი გაანგარიშებისას არ გამოყენებულა, მაგრამ 250-370% ფასნამატიც ნებისმიერ საქონელზე არარეალურია და მთლიანობაში გაუგებარი მონაცემების გამოყენებაც არასწორია.
შესაბამისად, გაანგარიშებული ფასნამატი არარეალურია და მისი გამოყენება არაკანონიერია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, აგრეთვე, ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების გაშიფვრა, პროგრამაში არსებული საქონლის ჩამოწერით შეუძლებელი გახდა მიღებული, გახარჯული და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების დადგენის და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მე-2 სადავო საკითხის ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა (რომელიც ამჟამად წარმოდგენილი არგუმენტების ანალოგიურია) და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატის არ გავრცელება დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მე-3 სადავო საკითხის ნაწილში ასევე მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონლის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად ჩათვლა ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე–2 ნაწილზე, მომჩივნის არგუმენტებზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არაკანონიერად შეამოწმა ხანდაზმული პერიოდი და არასწორად გამოიტანა დასკვნები ხანდაზმულ პერიოდში საქონლის რეალიზაცია-თვითღირებულებაზე. ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი გადმოტანილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში და არასწორად იქნა ჩათვლილი შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად არარეალურად გაზრდილი ფასნამატით. არაკანონიერია გაანგარიშება შემდეგი მიდგომით, შემოწმებით აღებული იქნა ხანდაზმული პერიოდის შემოსავლები, რომლებიც გაიყო შემოწმებით დადგენილ ფასნამატზე და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლის ღირებულება. შედეგად, ვინაიდან, საქონლის თვითღირებულება დადგინდა ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებულზე ნაკლები ღირებულებით, სხვაობა დაბეგრილი იქნა 2019 წლიდან, შესამოწმებელ პერიოდში. გარდა იმისა, რომ ფასნამატი არარეალურად დიდია, დამატებით შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და მიმდინარე პერიოდში შემოსავლების გაზრდის მსგავსად, ხანდაზმულ პერიოდშიც შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ, განხორციელდა თვითღირებულების შემცირება და მიმდინარე პერიოდის ნაშთზე დამატებით იქნა დარიცხული მიმდინარე პერიოდის გადასახადები. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არალოგიკურია, რომ 2015 წელს მიღებული და რეალიზებული საქონელი ჩაითვალოს მიმდინარე პერიოდის ნაშთად და 4-5 წლის შემდეგ რეალიზებულად. ამ საკითხის აბსურდულობა მტკიცდება იმითაც, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქონლის ნაშთად შენახვა და ამავდროულად სხვა საქონლის შეძენა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად გაითვალისწინოს წინა წლების რეალიზაციები და მის შესაბამისად განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გამო არა მარტო გადასახადების დარიცხვაა აკრძალული, არამედ ხანდაზმული პერიოდის შემოწმებაც აკრძალულია მე-5 ნაწილის შესაბამისად.
არაკანონიერია შემოწმების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ხანდაზმული პერიოდის გადასახადების დეკლარაციების ინფორმაციის მოპოვება, საბაჟო ინფორმაციის დამუშავება, ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა, ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა არ წარმოადგენს შემოწმებას და მხოლოდ ინფორმაციის მიღებაა.
სწორედ ჩატარებული კვლევა-გაანგარიშებები, ინფორმაციის გამოთხოვა და მათი მონაცემების დამუშავება და დეკლარირებულ მონაცემებთან შედარება წარმოადგენს შემოწმებას, რაც ცალსახად აკრძალულია კანონმდებლობით და დაუშვებელია გამოყენებული იქნეს მიმდინარე პერიოდის შემოწმებისას.
ამდენად, შემოწმება ამ მხრივაც არაკანონიერად ჩატარდა, რადგანაც შემოწმებამ არაკანონიერად შეამოწმა ხანდაზმული პერიოდი, არაკანონიერად გამოიტანა დასკვნები ხანდაზმულ პერიოდში საქონლის რეალიზაცია-თვითღირებულებებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარეც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ექვემდებარება ბათილობას და შესაბამისად დარიცხული თანხები გაუქმებას.
ამასთანავე, იმის გარდა, რომ არაკანონიერად შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი, შემოწმების შედეგად ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი „გადმოტანილი იქნა“ შესამოწმებელ 2019 წელში და ჩათვლილი იქნა, რომ თითქოსდა რეალიზდა შესამოწმებელ პერიოდში და თანაც არასწორად „დადგენილი“ არარეალურად გაზრდილი ფასნამატით.
აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს სურვილს არაკანონიერად, არარეალური ფასნამატის გამოყენებით დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს გადასახადები არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდზე, არამედ ხანდაზმულ პერიოდზეც.
აბსურდული და არაკანონიერია შემოწმების ამგვარი მიდგომა, რადგანაც შემოწმებით, ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, განხორციელდა შემდეგი გაანგარიშება:
აღებული იქნა ხანდაზმული პერიოდების შემოსავლები, რომლებიც გაიყო შემოწმებით დადგენილ ფასნამატზე და ვითომდა გაანგარიშდა რეალიზებული საქონლის ღირებულება. აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება დადგინდა ხანდაზმულ პერიოდებში რეალიზებულზე ნაკლები ღირებულებით, ეს სხვაობა დაბეგრილი იქნა 2019 წლიდან შესამოწმებელ პერიოდში.
ამდენად, იმის გარდა, რომ შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი არ ეყრდნობა მტკიცებულებებს და არარეალურად დიდია, დამატებით შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და ამ არარეალურად დიდი ფასნამატით მიმდინარე პერიოდში შემოსავლების გაზრდის მსგავსად, ხანდაზმულ პერიოდშიც შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ ვინაიდან ვერ განხორციელდებოდა გადასახადების ხანდაზმულ პერიოდზე დარიცხვა, განხორციელდა პირიქით თვითღირებულების შემცირება და ვითომდა მიმდინარე პერიოდში იყო საქონლის ნაშთი, გადაანგარიშდა დამატებით მიმდინარე პერიოდის გადასახადები.
შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი სწორიც, რომ იყოს არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არალოგიკურიცაა, რომ 2015 წელს მიღებული და რეალიზებული საქონელი ჩაითვალოს, რომ ისევ ნაშთად ირიცხებოდა მიმდინარე პერიოდში და 4-5 წლის შემდეგ მოხდა მისი რეალიზაცია განსაკუთრებულდ დიდი ფასნამატით. ამ საკითხის აბსურდულობა და არაკანონიერება იმითაც დასტურდება, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქონლის ნაშთის შენახვა, თან ამავდროულად სხვა საქონლის შეძენა. ამასთანავე ერთიდაიმავე ოპერაციებზე შემოწმება მიუდგა განსხვავებულად ხანდაზმულ პერიოდში შეამცირა თვითღირებულება და გაზარდა საქონლის ნაშთი, ხოლო მიმდინარე პერიოდში გაზარდა შემოსავალი.
ზემოაღნიშნული მიდგომა და მის შედეგად განსაზღვრული შემოსავლები და გადასახადები არ ეყრდნობა არანაირ საფუძველს უკანონოა და შესაბამისად უნდა გაუქმდეს.
ამასთან მე-4 საკითხთან მიმართებაში ხანდაზმულ პერიოდში რაიმეს გადაანგარიშება არაკანონიერია, ამიტომ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვები პირდაპირ უნდა გაუქმებულიყო, ან მაქსიმუმ დეკლარირებული მონაცემები გამოყენებულიყო, ამიტომ შემოწმების გადაანგარიშებული რაიმე პროპორციის გამოყენება არ გამომდინარეობს რაიმე საკანონმდებლო ნორმიდან და შესაბამისად არ მიაჩნია კანონიერად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არაკანონიერად შეამოწმა ხანდაზმული პერიოდი და არასწორად გამოიტანა დასკვნები ხანდაზმულ პერიოდში საქონლის რეალიზაცია-თვითღირებულებაზე. ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონელი გადმოტანილი იქნა შესამოწმებელ პერიოდში და არასწორად იქნა ჩათვლილი შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად არარეალურად გაზრდილი ფასნამატით. შემოწმებით გაანგარიშება მოხდა შემდეგი მიდგომით: აღებული იქნა ხანდაზმული პერიოდის შემოსავლები, რომლებიც გაიყო შემოწმებით დადგენილ ფასნამატზე და გაანგარიშდა რეალიზებული საქონლის ღირებულება. შედეგად, ვინაიდან, საქონლის თვითღირებულება დადგინდა ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებულზე ნაკლები ღირებულებით, სხვაობა დაბეგრილი იქნა 2019 წლიდან, შესამოწმებელ პერიოდში. გარდა იმისა, რომ ფასნამატი არარეალურად დიდია, დამატებით შემოწმდა ხანდაზმული პერიოდი და მიმდინარე პერიოდში შემოსავლების გაზრდის მსგავსად, ხანდაზმულ პერიოდშიც შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ, განხორციელდა თვითღირებულების შემცირება და მიმდინარე პერიოდის ნაშთზე დამატებით იქნა დარიცხული მიმდინარე პერიოდის გადასახადები. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და არალოგიკურია, რომ 2015 წელს მიღებული და რეალიზებული საქონელი ჩაითვალოს მიმდინარე პერიოდის ნაშთად და 4-5 წლის შემდეგ რეალიზებულად.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად გაითვალისწინოს წინა წლების რეალიზაციები და მის შესაბამისად განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობის მისი გაუქმების საფუძველი.
5. სალაროს თანხების სესხად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება ხორციელდება ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო ხარჯების გაწევა უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ნამეტი შემოსავალი და ხელფასად დაკვალიფიცირებული შესაბამისი თანხა არ არის გათვალისწინებული სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში.
ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით. აღნიშნული მეთოდური მითითებით საკითხის შესწავლისას აუდიტის დეპარტამენტმა სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში, მხედველობაში მიიღოს საკასო შემოსავლის პირობებში „სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული თანხების სესხად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ არ არის მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, თუ როგორ მოხდა მათი გაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ვინაიდან, მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით. აღნიშნული მეთოდური მითითებით საკითხის შესწავლისას სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში, მხედველობაში მიიღოს საკასო შემოსავლის პირობებში „სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწვეტილების მიღების საფუძველი.
6. ბანკიდან აღებული სესხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს ვითიბი ბანკიდან აღებული აქვს სესხი და იმავე პერიოდში დირექტორს გატანილი აქვს თანხები დანიშნულებით - გაცემები სესხების სახით. დირექტორის მიერ, ყოველ თვე ხდება ნაწილი თანხის შემოტანა და შემდგომ აღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ახსნა-განმარტება, თუ რა მიზნით განხორციელდა ზემოაღნიშნული სესხის აღება და შემდგომ მისი გახარჯვა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, შემოწმების მიერ, დირექტორზე გაცემული სესხი საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ხოლო, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კომპანიას არ დაერიცხა მოგების გადასახადი, ვინაიდან გაცემული სესხი დაბრუნებულია შესამოწმებელ პერიოდში სრულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების საფუძველზე, დირექტორზე გაცემული სესხიდან წარმოშობილი საპროცენტო სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია მე-5 სადავო საკითხის ნაწილში, ამასთან, მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ბანკიდან აღებული სესხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და აცხადებს, რომ გაუგებარია შემოწმების მიერ სამეურნეო ოპერაციის ფორმის შეცვლის საკითხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სესხის აღება ბანკიდან და იმავე პერიოდში დირექტორის მიერ გატანა დანიშნულებით - გაცემები სესხების სახით. ამასთან, დირექტორის მიერ ყოველ თვე ხდება ნაწილი თანხის შეტანა და შემდგომ აღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ახსნა-განმარტება ზემოაღნიშნული სესხის აღების მიზნის და შემდგომ მისი გახარჯვის თაობაზე.
მომჩივანი არ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში, ამჟამადაც არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაძლებელია, ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
7. კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების ხელფასად განხილვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავებით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის უფიქსირდება პარტნიორთა კაპიტალი 96 160 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2019 წელს სრულადაა ანაზღაურებული სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით გაირკვა, რომ 2018 წელს იმპორტირებული საქონლის შეძენის მიზნით პარტნიორის მიერ მოხდა თანხის შეტანა, რომელიც დაბრუნებულ იქნა 2019 წლის 30 ივნისს სალაროდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 10 ოქტომბერს. აგრეთვე, საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს როგორც შესამოწმებელ პერიოდში, ასევე წინა პერიოდშიც უფიქსირდება ბანკიდან აღებული სესხები. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორული დავალიანება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წელს პარტნიორის კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა არ იკვეთება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, კაპიტალის შემცირების დანიშნულებით ფულადი სახსრების გასვლა სალაროდან განხილულ იქნა ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებული მე-5 სადავო საკითხის ნაწილში.
მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შემოწმებამ არაკანონიერად შეცვალა ოპერაციის შინაარსი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის ფიქსირდება პარტნიორთა კაპიტალი 96 160 ლარის ოდენობით, რომელიც 2019 წელს სრულადაა ანაზღაურებული სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის და საწყისი კაპიტალის არსებობაში დარწმუნების მიზნით, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა დამატებითი ინფორმაცია/არგუმენტები, რაზედაც წარდგენილი ახსნა-განმარტებით, პარტნიორთა კაპიტალის გაზრდა განხორციელდა 2018 წლის საბაჟო ოპერაციების ანგარიშსწორებისთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე პარტნიორთა კრების ოქმი (შემოსავლის ორდერი), ასევე არ იქნა სრულყოფილად წარდგენილი ინფორმაცია 2015-2017 წლებში განხორციელებულ ოპერაციებზე (კაპიტალის ზრდის მიზნობრიობა). ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კომპანია იყო მომგებიანი, შემოწმებით კომპანიის აქტივების ზრდა არ დასტურდება, შესამოწმებელ პერიოდში, ასევე წინა პერიოდშიც, ფიქსირდება ბანკიდან სესხების აღება. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორული დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება ვერ დარწმუნდა საბუღალტრო პროგრამაში ასახული კაპიტალის ნაშთის რეალობაში.
მომჩივანი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების ხელფასად განხილვას და ოპერაციის შინაარსის შეცვლა არაკანონიერად მიაჩნია.
მომჩივანი ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში, ამჟამადაც არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს, მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და დაასაბუთებდა საბუღალტრო პროგრამაში ასახული კაპიტალის ნაშთის რეალობას.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
8. საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი რეალიზებული საქონლის შეძენას ახდენს ჩინეთიდან. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტი არ იქნა წარდგენილი. წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად გადახდის თაობაზე. წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება სალაროდან ფულის გასვლა არარეზიდენტის დავალიანების დაფარვის მიზნით. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული დანართის №8 შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილულ იქნა ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებული მე-5 სადავო საკითხის ნაწილში.
ამასთან, მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა საქონლის არარეზიდენტ მომწოდებელ პირებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა, ასევე გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ურთიერთშედარების აქტები არ იყო დამოწმებული აპოსტილით.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების 25%-ის ხელფასად განხილვა არამართლზომიერია იმ საფუძვლით, რომ ურთიერთშედარების აქტები არ არის დამოწმებული აპოსტილით და შესაბამისად, აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ არ აქვს მომწოდებლის ვალი და შესაბამისი ღირებულების საქონელი იმპორტირებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია გადახდილი თანხების ნაწილის ფიზიკური პირის შემოსავლად დაფიქსირება და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი რეალიზებული საქონლის შეძენას ახდენს ჩინეთიდან. შემოწმების ეტაპზე, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტი. წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად გადახდის თაობაზე და წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება სალაროდან ფულის გასვლა არარეზიდენტის დავალიანების მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ ინვოისით და საბაჟო დეკლარაციით დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე მოპოვებული იქნა გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილული იქნა ხელფასად.
მომჩივანი არ ეთანხმება საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვას, აღნიშნავს, რომ არ აქვს მომწოდებლის ვალი და შესაბამისი ღირებულების საქონელი იმპორტირებულია.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მე-8 სადავო საკითხის ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
9. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 364 286 ლარი და საურავი 357 762.17 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 291-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ შემოწმების შედეგად დასარიცხად გაანგარიშებული გადასახადების თანხები და ჯარიმები ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთანავე ცალსახაა, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია და თუ რაიმე სანქცია იქნება გამოყენებული, ეს იქნება მისგან დამოუკიდებელი მიზეზითა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციების დარიცხვის საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭო მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმების ჩატარების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების კანონიერება; 2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით; 3. შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი; 4. ხანდაზმულ პერიოდში რეალიზებული საქონლის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად ჩათვლა; 5. სალაროში არსებული თანხების სესხად განხილვა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები; 6. ბანკიდან აღებული სესხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა; 7. კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი თანხების ხელფასად განხილვის მართლზომიერება; 8. საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვა; 9. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით სავაჭრო ცენტრში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 19.07.2022 წლის წერილის (№-----/15-04-03/3) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის №23779 ბრძანება და №005-137 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 25.01.2023 წლის №958 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 51; 73(9); 982 (3) 101; 136; 154; 159; 269(7) 275; 2021 წლამდე მოქმედი 161;