ბრძანება N 7111
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7111
01 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 23 თებერვლის და 6 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ -----------) №30827/21-11 და N88285/1/2024 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 1 მარტის N21-11/16793 გადაწყვეტილებას და ---------- (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ ფიქსირებულ გადასახადს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №28)
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივრებში განმარტავს, რომ მის მიერ მოძიებულია დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მამკვიდრებელს - ----------- ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის პერიოდში შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა მისამართზე - ---------, ხოლო ქ.-------ში საქმიანობდა მხოლოდ 1 თვით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიებაც ვერ მოხერხდა ამ ფართის მესაკუთრის გარდაცვალების გამო. ითხოვს დარიცხული ფიქსირებული გადასახადის კორექტირება/შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ი/მ -------- (პ/ნ--------) გარდაცვლილია 08.03.2023 წელს. 06.10.2023 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით --------- (პ/ნ --------) მემკვიდრეს წარმოადგენს შვილი ---------- (პ/ნ -----------). აღნიშნული საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ ი/მ ---------- (პ/ნ ----------) გარდაცვალების თარიღისთვის ერიცხება დავალიანება სულ 1908.95 ლ, მათ შორის ძირითადი 1199.74 ლარი, საურავი 709.21 ლარი. დავალიანება შედგება 09.02.2015-03.01.2017წ პერიოდში დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადისაგან. დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად გადასახადზე დარიცხულია საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272- ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა შეჩერებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 2¹ ნაწილის თანახმად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე გარდაცვალების თარიღისათვის რიცხული დავალიანება დაექვემდებარა მემკვიდრის გპაბ-ზე გადატანას სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით: 08.03.2023წ გარდაცვლილ ი/მ ----------- (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 08.03.2023 წ სავადოთი შეუმცირდა: ძირითადი საშემოსავლო გადასახადში 1199.74 ლ, საურავი 709.21 ლარი. ფ/პ ------------ (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 06.10.2023 წ სავადოთი დაერიცხა: ძირითადი საშემოსავლო გადასახადში 1199.74 ლ, საურავი 709.21 ლარი.
ი/მ ---------- (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების გამო დაკორექტირდა მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათი, რის შესახებ ეცნობა მემკვიდრეს 2024 წლის 1 მარტის N---------- წერილით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზაში არსებული ინფორმაციით ი/მ --------- (პ/ნ --------) -------- ქ. N-------- 2013 წლის 29 იანვრიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება). ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 50 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2013 წლის თებერვლის თვიდან.
ი/მ --------- (პ/ნ ---------) მიერ ფიქსირებული სტატუსით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება/განახლების შესახებ განაცხადი წარმოდგენილია 2014 წლის 20 იანვარს. გადამხდელის მიერ 2015 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილია განაცხადი საქმიანობის განახლების შესახებ მისამართზე ქ. -------- ქ. N---------. შესაბამისად, 20.01.2014 წლიდან 09.02.2015 წლამდე პერიოდში ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა ბარათზე არ განხორციელებულა.
ი/მ --------- (პ/ნ ---------) საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება წარმოდგენილი აქვს 03.01.2017 წელს, შესაბამისად აღნიშნული თარიღიდან ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ი/მ --------- (პ/ნ ---------) 2024 წლის ----------- მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 1908.95 ლარის ოდენობით (მ.შ. ძირითადი გადასახადი - 1199.74 ლარი, საურავი - 709.21 ლარი). აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია მისამართზე, ქ. ------- ქ. N----------ში მუშაობის პერიოდში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაუხდელობის გამო.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ფიქსირებულ გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლზე, რომლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე ბრძანების დანართი N4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჩივარზე თანდართულ დოკუმენტზე, რომლის თანახმად, შპს „---------“ (ს/ნ ---------) ადასტურებს, რომ--------- პურის საცხობი (N------- ფართი, თონე) იჯარით ჰქონდა აღებული 2012 წლის 15 დეკემბრიდან. აღნიშნული შეთანხმება ორმხრივად ზეპირად შეწყდა 2013 წლის 30 ივლისს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შეთანხმების შეწყვეტის თარიღიდან - 2013 წლის 30 ივლისიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით ი/მ --------- (პ/ნ --------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხული გადასახადი უნდა გაუქმდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------- (პ/ნ ---------) საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შეთანხმების შეწყვეტის თარიღიდან - 2013 წლის 30 ივლისიდან 2014 წლის იანვრის
ჩათვლით ი/მ --------- (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხული გადასახადი;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება ი/მ --------- (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს ფ/პ --------- (პ/ნ---------) პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
5. საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით
დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული ფიქსირებული გადასახადის კორექტირება/შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ი/მ გარდაცვლილია 08.03.2023 წელს. 06.10.2023 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მემკვიდრეს წარმოადგენს შვილი. შესწავლით დადგინდა, რომ ი/მ-ის გარდაცვალების თარიღისთვის ერიცხება დავალიანება.
დავალიანება შედგება 09.02.2015-03.01.2017წ პერიოდში დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადისაგან. დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად გადასახადზე დარიცხულია საურავი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე გარდაცვალების თარიღისათვის რიცხული დავალიანება დაექვემდებარა მემკვიდრის გპაბ-ზე გადატანას სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით.
გადაწყვეტილება
საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:956;951;
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი;
ამავე ბრძანების დანართი N4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილი;