ბრძანება N 20056
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20056
10 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ------------; )
2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------------) 2024 წლის 6 აგვისტოს №91266/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №081-177 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გათვალისწინებას. განმარტავს, რომ ფულის ნაშთის დადგენის დროს შემოწმების მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული არარეზიდენტი საწარმოსაგან იმპორტირებული საქონლის ღირებულება. წარმოდგენილი აქვს შედარების აქტი.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში შპს ,,----------გან" მიღებული აქვს 2 ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 216 355.5 ლარის ღირებულების. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ გადახდილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, თუმცა აუდიტის დეპარატმენტს აღნიშნული თანხები არ აქვთ გათვალისწინებული სალაროს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერი, ინვოისი და მიმართვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4618 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4618 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 28 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 519 865 ლარი, მათ შორის: გადასახადი 347 492 ლარი, ჯარიმა 172 373 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 ივლისის №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობები. შემოწმების მიერ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. აგრეთვე, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №8). ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის 75% (ბანკში გადახდილი თანხის გამოკლებით). შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობები. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №8) და ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის 75% (ბანკში გადახდილი თანხის გამოკლებით). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში მიღებული აქვს 2 ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა . განმარტავს, რომ საწარმოს მიერ გადახდილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, თუმცა აუდიტის დეპარატმენტს აღნიშნული თანხები არ აქვთ გათვალისწინებული სალაროს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერი, ინვოისი და მიმართვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №4618 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 519 865 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობები. შემოწმების მიერ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. აგრეთვე, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება (დანართი №8). ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გამოკლებულ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი თანხის 75% (ბანკში გადახდილი თანხის გამოკლებით). შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);