ბრძანება N 11049
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11049
18.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 12 მარტის, 14 და 19 აპრილის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 12 მარტის №79610/1/2023, 14 აპრილის №80382/1/2023 და 19 აპრილის №80438/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №038-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2018 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელებული ოპერაციის 2019 წლის იანვარში დაბეგვრას, ითხოვს ქალაქ ---------- წერილის გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას.
ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ---------- მიერ 2019 წლის 15 მაისსა და 21 ივნისს ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრას, განმარტავს, რომ 15 მაისს ჩარიცხული თანხა დაბრუნებულია უკან. კერძოდ, 2019 წლის 15 მაისს თვითმმართველი ქალაქი ---------- მიერ ჩარიცხულია 11,917.45 ლარი, რაც 2019 წლის 20 ივნისს გადარიცხულია უკან სახაზინო კოდზე №300189921. 2019 წლის 21 ივნისს აღნიშნული თანხა 2 ტრანშად ისევ ჩაურიცხა კომპანიას ქალაქი ----------. აღნიშნული ჩარიცხვა/გადარიცხვა ასახულია ------- ბანკის ამონაწერში, რაც შემოწმების დროს წარდგენილია. აღნიშნული თანხის უკან გადარიცხვა და ქალაქი --------- მიერ ორ ტრანშად გადმორიცხვის მიზეზს/საფუძველს წარმოადგენს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი (ჩარიცხვის წყარო იყო შეცდომით მითითებული), რასაც ადასტურებს ქალაქ ---------- №---------- წერილი. აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაზე თანხა ჩარიცხულია ორჯერ, 2019 წლის 15 მაისსა და 21 ივნისს. შემოწმების მიერ კი ორივე ჩარიცხვა დაბეგრილია დღგ-ით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: „1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 2 270 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 252 ლარი და ჯარიმა 18 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №038-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შპს „----------“-სთვის მიღებულ ავანსზე გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ- ----------), რომელიც შემოწმებით განაშთულია 2021 წლის მარტისა და ივლისის თვეებზე, რომლიდანაც დღგ-ის თანხა 2 252 ლარი კიდევ არის გასანაშთი. აღნიშნული განაშთულია მომსახურების მიმღების მიერ 2022 წლის დეკემბერში. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული მომსახურება გაწეულია სრულად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის შემცირება, გადამხდელის მიერ სხვა დამატებითი მასალა/მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა რითაც შესაძლებელი გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაცია არ წარმოდგენილა, შესაბამისად ამ ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
● შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ ქ. ------- 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი (27,044.50 ლარი), რომელიც შემოწმების მიერ დაბეგრილია 2019 წლის იანვარში. 2019 წლის იანვარში დარიცხული დღგ-ის თანხა შესამცირებელია, ვინაიდან აღნიშნული მიღება-ჩაბარება ატვირთულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე (საჯაროა, შემოწმების დროს ინფორმაცია/დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტს მოპოვებული აქვს ამავე ვებ-გვერდზე), რომლითაც დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს დასაბეგრ პერიოდს წარმოადგენს 2018 წლის დეკემბრის თვე. გადაანგარიშების პროცესში ქალაქ ---------- დამატებით დააზუსტა შესრულებული სამუშაოს დრო და წერილით (ცნობით) დაადასტურა რომ (შუალედური) სამუშაო განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში. აღნიშნული წერილი თან ერთვის საჩივრებს.
---------- წერილის თანახმად, ---------- 02.12.2018 წელს გაფორმებული №343 ხელშეკრულების ფარგლებში (----------, 2018 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს განვითარებული სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები), 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით შპს „----------“ შუალედურად შეასრულა 27 004,50 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების (შუალედური) აქტი №1.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან ---------- წერილით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით შპს „----------“ შუალედურად შესრულებული აქვს 27 004,50 ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელზეც შედგენილია 2018 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, აღნიშნული ოპერაციის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრა არამართლზომიერია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ---------- 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „-----“ მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
● რაც შეეხება ---------- მიერ 2019 წლის 15 მაისსა და 21 ივნისს ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ---------- 2019 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს ჩაურიცხა 11 917.45 ლარი, რომელზეც არის ასევე მიღება-ჩაბარების აქტიც და შემოწმებით დღგ-ით დაიბეგრა ამავე თვეში. ხოლო ივნისში შემოწმებით დღგ-ით დაბეგრილი თანხა სრულად წარმოადგენს ამავე თვეში სხვა საწარმოსგან ჩარიცხულ თანხას, რომლის საფუძველია - შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველი საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქალაქ ---------- 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „----------“ მიერ 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, კერძოდ, დეკემბრის თვის მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელებული ოპერაციის მომდევნო წლის იანვარში დაბეგვრას. ასევე ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებაზე, შეცდომით, ორჯერ ჩარიცხული თანხის დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დასაბეგრ პერიოდს წარმოადგენს დეკემბრის თვე, რომელიც შემოწმების მიერ დაბეგრილია მომდევნო წლის იანვარში, ვინაიდან მიღება-ჩაბარება ატვირთულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე (საჯაროა, შემოწმების დროს ინფორმაცია/დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტს მოპოვებული აქვს ამავე ვებ-გვერდზე). გადაანგარიშების პროცესში მომჩივანის მიერ წარმოდგენილია განმარტება, ასევე მომსახურების მიმღები მხარის მიერ წერილობით დამატებით დაზუსტებულია შესრულებული სამუშაოს დრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ შუალედური სამუშაო განხორციელდა დეკემბერის თვეში, რაზედაც 28 დეკემბერს გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების (შუალედური) აქტი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მაისსა და ივნისში ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრას, განმარტავს, რომ მაისში ჩარიცხული თანხა დაბრუნებულია უკან, ვინაიდან წარმოადგენდა მომსახურების მიმღები მხარის მიერ დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზს, რაც დასტურდება წერილობით, შემოწმების მიერ კი ორივე ჩარიცხვა დაბეგრილია დღგ-ით.
გადაწყვეტილება
პირველ საკითხთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებებისა და მომჩივანის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დეკემბრის თვეში შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მეორე სადაო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159; 163(1-2) 164(1)
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160; 161