ბრძანება N 20224
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20224
16 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 18 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------- (ს/ნ -------) №82390/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №CB1481116 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის და 4 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №79 და №82).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შხამქიმიკატებით, სასუქებითა და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის №2168 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა 34,69 პროცენტი.
2023 წლის 18 მაისს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა წერილობითი პოზიცია, რომელშიც ითხოვდა, რომ 2022 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში შეძენილ და რეალიზებულ საქონელზე, კერძოდ, თესვის წინა, ფოსფოროვანი სასუქები 50 კილოიან ტომრებში (ფოსფატგოლდი, ამოფოსი, ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46), რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სხვა დანარჩენი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისგან, როგორც თვისობრივად, დანიშნულებით, ერთეულის შეფუთვის რაოდენობით, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალი ფასნამატით (საშუალოდ 8%) და რომელთა აღრიცხვას აწარმოებდა ინდივიდუალურად, თითოეული სახეობის შეძენა-რეალიზაციის ფასის მიხედვით, არ იქნებოდა სამართლიანი ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის (34.69%) გავრცელება.
2023 წლის 6 ივნისის მედიაციის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №27) დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ინვენტარიზაციის განახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ მის მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ზემოხსენებული სასუქების ერთ ჯგუფად დაჯგუფება, ამ ჯგუფზე შეძენის წილის პროპორტიულად საშუალო ფასნამატის განსაზღვრა და ინვენტარიზაციის აქტის პროექტის კორექტირება.
წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სასუქების ჯგუფი შედგებოდა სამი დასახელების სასუქისაგან (ფოსფატგოლდი, ამოფოსი, ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46), რომელთა შეძენის ჯამური ღირებულება შეადგენდა 289770 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით მიწოდებული იქნა სარეალიზაციო ფასები, ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრების მიერ ჯგუფიდან ამოღებული იქნა ერთ-ერთი სასუქი, კერძოდ, ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46, რომლის შეძენის ჯამური ღირებულება შეადგენდა 74400 ლარს, იმ არგუმენტით, რომ მასზე არ არსებობდა რეალიზაციის დოკუმენტი (ზედნადები) და შესაბამისად შეუძლებელი იყო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა. შედეგად მასზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 34.69%, როცა რეალური ფასნამატი შეადგენდა 4.8%. გამოდის, რომ სასუქი-ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46, 50 კილოიან ტომრებში, რომელიც შეძენილი ჰქონდა ტომარა 124 ლარად, თურმე გაუყიდია 167 ლარად, როცა რეალური სარეალიზაციო ფასი 130 ლარია, რაც აბსურდულია და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის არ არის მის მიერ დაფიქსირებული და დოკუმენტაციით მოწოდებული ზემოაღნიშნული სასუქის (ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46) სარეალიზაციო ფასი, რადგან მასზე არ არსებობს გაყიდვის ზედნადები, ითხოვს აღნიშნულ საქონელზე ფასის და შესაბამისად ფასნამატის განსაზღვრა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, თუ არა და მასზეც გავრცელდეს ის საშუალო ფასნამატი (8%), რომელიც ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრების მიერ დადგინდა სასუქების ჯგუფის დანარჩენი ორი სახეობის (ფოსფატგოლდი, ამოფოსი) მიმართ შეძენისა და რეალიზაციის ზედნადების მიხედვით, რომლებიც მსგავსია თვისობრივად, დანიშნულებით, შემადგენლობით, შეფუთვით და რომელთა შეძენის ჯამური ღირებულებაა 215 370 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის №2168 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ------- (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ------- (ს/ნ -------) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, არ იყენებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
ი/მ ------- (ს/ნ -------) კუთვნილ ობიექტში 2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 630680.50 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ (დღგ-ს გარეშე) შეადგინა 468835.14 ლარი.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
გადამხდელის მიერ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 261972 ლარი.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებით მიღებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1355750.05 ლარი.
საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების და საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 6 თებერვლის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა 1362424.39 ლარი.
საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 34.69%.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 589914.68 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 121079.54 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 163082.03 ლარი.
ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 11 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. 2023 წლის 18 მაისს გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ. აღნიშნული განხილულ იქნა 2023 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე (სხდომის ოქმი №27), რომლის გადაწყვეტილებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა, 10 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა, სასუქების ერთ ჯგუფად დაჯგუფება, აღნიშნულ ჯგუფზე შეძენის წილის პროპორციულად საშუალო შეწონილი ფასნამატის განსაზღვრა და ინვენტარიზაციის პროექტის შედეგების შესაბამისად კორექტირება. გადამხდელი მიერ, მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულების შესწავლის შედეგად, დანაკლისმა შეადგინა 117587.16 ლარი საბაზრო ღირებულებით.
აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 11758.72 ლარით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 20 ივნისს შედგენილ იქნა №CB1481116 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის არ არის მის მიერ დაფიქსირებული და დოკუმენტაციით მოწოდებული ზემოაღნიშნული სასუქის (ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46) სარეალიზაციო ფასი, რადგან მასზე არ არსებობს გაყიდვის ზედნადები, აღნიშნულ საქონელზე ფასის და შესაბამისად ფასნამატის განსაზღვრა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, თუ არა და მასზეც გავრცელდეს ის საშუალო ფასნამატი (8%), რომელიც ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრების მიერ დადგინდა სასუქების ჯგუფის დანარჩენი ორი სახეობის (ფოსფატგოლდი, ამოფოსი) მიმართ შეძენისა და რეალიზაციის ზედნადების მიხედვით, რომლებიც მსგავსია თვისობრივად, დანიშნულებით, შემადგენლობით და შეფუთვით.
დავების განხივლის საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, 2023 წლის 18 მაისს გადამხდელმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განხილულ იქნა 2023 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №27). ამავე დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახადის გადამხდელს დაევალა, 10 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა, სასუქების ერთ ჯგუფად დაჯგუფება, აღნიშნულ ჯგუფზე შეძენის წილის პროპორციულად საშუალო შეწონილი ფასნამატის განსაზღვრა და ინვენტარიზაციის პროექტის შედეგების შესაბამისად კორექტირება. გადამხდელი მიერ, მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულების შესწავლის შედეგად, დანაკლის შემცირდა და შეადგინა 117587.16 ლარი.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტავს, რომ სასუქების ჯგუფიდან ერთ-ერთი საქონლის ამოღება განპირობებული იყო იმით, რომ აღნიშნული საქონელი არ იყო ინვენტარიზაციის ფაქტიურ ნაშთებში დაფიქსირებული, საიდანაც გაირკვეოდა მისი საბაზრო ღირებულება და ასევე, აღნიშნულ საქონელზე არ არსებობდა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა სარეალიზაციო ფასი. შეძენის წილის პროპორციულად დაანგარიშება კი მოითხოვს თითოეულ ჯგუფში არსებული საქონლის როგორც თვითღირებულების, ასევე საბაზრო ღირებულების დაფიქსირებას ჯგუფის ფასნამატის განსაზღვრისთვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ– ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ საქონელზე (სასუქი) - ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46, რომელზეც არ ფიქსირდება სარეალიზაციო ფასი, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სასუქების ჯგუფზე გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატით და აღნიშნულიდან გამომდინარე მოახდინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ საქონელზე (სასუქი) - ამოფოსი მარკა ბ N-10 P-46, რომელზეც არ ფიქსირდება სარეალიზაციო ფასი, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სასუქების ჯგუფზე გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატით და აღნიშნულიდან გამომდინარე მოახდინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდება სარეალიზაციო ფასი, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სასუქების ჯგუფზე გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატით და აღნიშნულიდან გამომდინარე მოახდინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9);