გადაწყვეტილება №24213/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 24213/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24213/2/2024

20 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ს “ 29.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24213/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23160 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №006-399 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №20508 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 91 016 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 35 554

დღგ - 1 525

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 144

მოგების გადასახადი - 160

საშემოსავლო გადასახადი - 31 843

ქონების გადასახადი - 1 882

ჯარიმა - 33 513

საურავი - 21 949

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3308 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო შემოსავლის მიღებასა და ხარჯის გაწევას ახორციელებდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33894 ბრძანება და №006-706 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 102 075 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 მაისის №11349 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 18.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.07.2023 წლის №19996/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11349 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 20 სექტემბრის №23160 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23160 ბრძანება 31.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.12.2023 წლის №21204/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23160 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის დასკვნა, 30.07.2024 წლის №17740 ბრძანება და №006-399 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 13 309 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 91 016 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 28 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 სექტემბრის №20508 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 13 309 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 5 634 ლარი, ხოლო ჯარიმა - 7 675 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სესხად გაცემულ თანხებზე გაანგარიშებული სარგებელი, რომელიც ჩათვლილია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, ექვემდებარება გადაანგარიშებას/შემცირებას. სესხად გაცემულ თანხებზე უნდა შემცირდეს სარგებლის 20%-იანი განაკვეთი. სარგებლის საპროცენტო განაკვეთი - 20% არ წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, არამედ თითქმის 2-ჯერ აღემატება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც პერიოდულად - ყოველთვიურად აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც გამოცემულია 2011 წელს, არ შეესაბამება დღევანდელ ეკონომიკის განვითარებას და დადგენილი საპროცენტო განაკვეთი დიდი ხანია დრომოჭმულია და მისი გამოყენება წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საწარმოს მიერ გაცემულ სესხზე წლიური სარგებელი უნდა განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და მოხდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება/შემცირება.

ამასთან, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23160 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო ორგანომ საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ფულის ნაშთის (43 630 ლარის) მიმართ. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და გადაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 13 309 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 5 634 ლარი და ჯარიმა - 7 675 ლარი.

გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და კვლავ სადავოდ ხდის იმ საკითხებს, რაც შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23160 ბრძანებით და დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №21204/2/2023 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო შემოსავლის მიღებასა და ხარჯის გაწევას ახორციელებდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7).