ბრძანება N 15750
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15750
11 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 16 აპრილის და 29 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის, 22 მაისის, 5 და 26 ივნისის სხდომებზე (ოქმი №39, №42, №46 და №50) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 16 აპრილის №59053/01 (შემ. №31891-03, 22.04.2025წ.) და 29 მაისის №83427/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №006-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის არაერთხელ მოხდა სალაროს ბრუნვის და სალაროს ნაშთის შესახებ ამონაწერის წარდგენა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, თუმცა კომპანიის მიერ გაანგარიშებული მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნავს, რომ ბანკიდან გამოსული ყველა თანხა ტარდებოდა სალაროს ანგარიშზე და საჩივარს თან ურთავს ანგარიშებიდან (1110 და 1430) ამონაწერებს. მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას ასევე განმარტა, რომ კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული გარკვეული ხარჯები, ამასთან, მიუთითა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის გააჩნდა საწესდებო კაპიტალი, რომლის შემცირება განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში.
2. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებულ გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ სხვაობაა კომპანიის მიერ გაანგარიშებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის 2019, 2020 და 2021 წლების დეკემბრის თვეების ბრუნვებში, რაც გამოწვეული უნდა იყოს მიწის მეპატრონეებზე გადასაცემი ფართების ღირებულების არასწორი დაანგარიშებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23958 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის პირველი მაისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანების აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია მესამე მხარეებისგან;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23958 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 17 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 54 967 ლარით, მათ შორის, გადასახადი 49 174 ლარით და ჯარიმა - 5 793 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 21 მარტის №006-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შესწავლილ იქნა წინა საგადასახადო შემოწმების მასალები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ გადამხდელის მიერ 2018 წელს რეალიზებული ბინები დაუბრუნდა ისევ კომპანიას, შესაბამისად, დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული დღგ. შემოწმებით ასევე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები. კერძოდ, 2021 წლის ნოემბრისა და 2022 წლის თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებზე ფიქსირდება ფიზიკური პირების მიერ ჩამორიცხული თანხები ავანსის სახით, თუმცა აღნიშნული ფიზიკური პირები თანხას რიცხავდნენ სხვა ფიზიკური პირის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებულ იქნა დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში.
ხოლო საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემმოწმებელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 12 ნოემბრის №23958 ბრძანებით საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის და ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების ნაწილში მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა. ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, ბრძანების აღსრულების შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება დღგ-ის ნაწილში სულ 54 967 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 49 174 ლარით და ჯარიმა - 5 793 ლარით. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კი - სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 29 მაისს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომელსაც დაურთო დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ: დოკუმენტაცია ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ, სასაქონლო ზედნადებები, სალაროს გასავლის ორდერები საწესდებო კაპიტალის თანხის გატანის შინაარსით, საბანკო ანგარიშზე თანხების შემოტანის და გატანის დოკუმენტები, თანხების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და ა.შ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სადავო საკითხები არაერთგზის განხილულია გადასახადის გადამხდელთან ერთად.
ამასთან, ნაღდი ფულის გაანგარიშების ცხრილი შედგენილია გადამხდელის მიერ, რაც სრულად იქნა გაზიარებული შემოწმების მიერ, გამონაკლისია მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების საკითხი. არც საგადასახადო შემოწმების და ასევე, არც საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი საწესდებო კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ხოლო დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის საწესდებო კაპიტალის ნაშთის არსებობას. კერძოდ:
წარმოდგენილია კომპანიის დირექტორის მიერ 2020 წელს კომპანიიდან გატანილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც საწესდებო კაპიტალის არსებობას ვერ ადასტურებს;
წარმოდგენილია 2021 წლის სასაქონლო ზედნადები კომპანიის მიერ სამშენებლო დგარის რეალიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნული დოკუმენტით რაიმეს იდენტიფიცირება სადავო საკითხთან მიმართებით შეუძლებელია.
წარმოდგენილია 2019 წლის და 2020 წლის სალაროს გასავლის ორდერი, კომპანიის დამფუძნებლის მიერ გატანილია თანხა საწესდებო კაპიტალის შინაარსით, აღნიშნული დოკუმენტი ვერ დაადასტურებს საწესდებო კაპიტალის არსებობას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისითვის, პირიქით, დოკუმენტი ასახავს კომპანიიდან თანხის გატანის ოპერაციას;
წარმოდგენილია საბანკო ანგარიშის ამონაწერი 01.01.2015 წლიდან - 20.11.2015 წლამდე პერიოდზე, სადაც დაფიქსირებულია კომპანიის დამფუძნებლის მიერ თანხის შემოტანა საბანკო ანგარიშზე კაპიტალის გაზრდის შინაარსით. შეუძლებელი აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თანხების შემოტანა კაპიტალის შევსების გზით განხილულ იქნას 2019 წლის საწყისი ნაშთის არსებობის მტკიცებულებად;
წარმოდგენილია შესამოწმებელი პერიოდის ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციები, საბანკო ანგარიშების გასავლის ორდერები, სალარო აპარატის „ჩეკები“. ვინაიდან სადავო საკითხს წარმოადგენს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთან „არსებული“ საწესდებო კაპიტალის ნაშთი, აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საწყისი ნაშთი განსაზღვრის მტკიცებულებას.
წარმოდგენილია საქონლის შეძენის დამადასატურებელი სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ანგარიშებიდან გასავლის ორდერები. აღნიშნული დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას;
წარმოდგენილია გარკვეული ინფორმაცია ცხრილის ფორმატში, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საბუღალტრო პროგრამის 1110 - ის რეპორტს, სადაც ასახულია გარკვეული თანხების მოძრაობა. შეუძლებელია შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნას აღნიშნულ ცხრილში ასახული ოპერაციები. ამასთან, გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე არაა წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, არც შესამოწმებელი პერიოდის ოპერაციები და საწყისი ნაშთები არაა წარმოდგენილი.
წარმოდგენილია 2018 წლის დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერი, სადაც დაფიქსირებულია, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ გატანილია თანხა საწესდებო კაპიტალის შემცირების დანიშნულებით, შესაბამისად, შემოწებისთვის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი არსებობის განსაზღვრის მიზნით (01.01.2019 თარიღისთვის) წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ იქნება სათანადო მტკიცებულება. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ ბარტერული ოპერაციის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მართლზომიერების საკითხს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანებით საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
2. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებულ გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შესწავლილ იქნა წინა საგადასახადო შემოწმების მასალები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ გადამხდელის მიერ 2018 წელს რეალიზებული ბინები დაუბრუნდა ისევ კომპანიას, შესაბამისად, დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული დღგ. შემოწმებით ასევე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები. კერძოდ, 2021 წლის ნოემბრისა და 2022 წლის თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებზე ფიქსირდება ფიზიკური პირების მიერ ჩამორიცხული თანხები ავანსის სახით, თუმცა აღნიშნული ფიზიკური პირები თანხას რიცხავდნენ სხვა ფიზიკური პირის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებულ იქნა დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში.
ხოლო საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემმოწმებელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.