ბრძანება N 14883
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14883
27 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 29 მარტის და 17 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 29 მარტის №79973/1/2023 და 17 ივნისის №81748/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №006-68 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ სწორი გაანგარიშება ასახულია საბუღალტრო პროგრამაში. მიუთითებს რომ კომპანიის მიერ მიღებული ავანსები და შემდეგ შესრულებული სამუშაოების ნაწილი შემოწმების მიერ ორმაგად არის დაბეგრილი. ამასთან, კომპანიას აქვს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მომწოდებლებს სრულად არ ჰქონდათ გამოწერილი.
2. ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ თანხების ნაწილი გაცემულია სამივლინებოდ. განმარტავს, რომ ზოგიერთ თვეში კომპანიას ზედმეტად აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოქმედებდა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი, რომელიც შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული.
3. ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხს. აღნიშნავს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი აქვს სესხის პროცენტის გაანგარიშების და ანაზღაურების ცხრილი.
4. შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სრულად არ არის გათვალისწინებული კრედიტორებზე გადახდილი თანხები, გადახდილი სესხის პროცენტები, სამივლინებო ხარჯები და საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები. აღნიშნავს, რომ ხარჯის დოკუმენტების ნაწილი მიღებულია მოგვიანებით და გავლენას ახდენს სალაროს საბოლოო ნაშთზე.
5. ქონების გადასახადის გაანგარიშებას, მიუთითებს, რომ არის ტექნიკური ხარვეზი და შესამცირებელია 2020 წელზე დარიცხული ქონების გადასახადი სრულად, რადგან არ მოიცავდა შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, აღნიშნავს, რომ არ არის გათვალისწინებული ქონების ცვეთა და ამორტიზაციის ხარჯი.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების დამატებით შესწავლას და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 ნოემბრის №36931 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ივნისის №006-388 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 13 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მე-2; მე-3 და მე-4 სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 ნოემბრის №36931 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის პირველი თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №006-68 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში არ წარადგინა დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● შემოწმებამ დამატებით შეისწავლა ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ქონია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● შემოწმებამ შეისწავლა ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი, თუმცა, ვინაიდან პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით ფიქსირდებოდა, რომ შპს „-------“ ფიზიკური პირისაგან მიღებული ჰქონდა სესხი და ახდენდა პროცენტის გაცემას, რომელიც მის მიერ დეკლარირებული არ იყო, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სამივლინებო ბრძანებები, სადაც ფიქსირდებოდა თუ რა ვადით იყო მივლინებული კონკრეტული თანამშრომელი ობიექტზე. ასევე, გადასახადის გადამხდელს დამკვეთისგან მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამივლინებო მომსახურებაზე, რომელშიც ჯამურად იყო დაფიქსირებული, როგორც ყოველდღიური სამივლინებო, ასევე სასტუმროს ხარჯები. თუმცა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა სასტუმროს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ მოხდა მხოლოდ ყოველდღიური ხარჯის გათვალისწინება, რაც ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
● დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა მითითებულ ვადაში არ წარადგინა დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
●ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან, ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხთან და შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოწმებამ დამატებით შეისწავლა აღნიშნული საკითხები, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ქონია. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გათვალისწინებასთან და ქონების გადასახადის გაანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საკითხები პირვანდელი საჩივრით არ ჰქონდა გასაჩივრებული და შესაბამისად, გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ
● შემოწმებამ დამატებით შეისწავლა ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი, გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● შემოწმებამ შეისწავლა ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით ფიქსირდებოდა ფიზიკური პირისაგან მიღებული სესხი და ახდენდა პროცენტის გაცემას, რომელიც მის მიერ დეკლარირებული არ იყო, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
● შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სამივლინებო ბრძანებები, თუმცა ვერ წარადგინა სასტუმროს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ მოხდა მხოლოდ ყოველდღიური ხარჯის გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21)