ბრძანება N 11261

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 11261
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11261

15 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის პირველი მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის პირველი მაისის №89495/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 აპრილის №007-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. მომჩივანი მიუთითებს, რომ ძალიან მცირე თანხით შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები. ითხოვს, რომ მისი საქმიანობა აუდიტის დეპარტამენტმა განიხილოს, როგორც მომსახურების გაწევა და მომსახურების გაწევის დროს გადახდილი ხარჯების გათვალისწინებით მოხდეს შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრა. დამატებით აცხადებს, რომ საველე მდგომარეობაში უწევდა ხილის შესყიდვა, რის გამოც შესყიდვის დოკუმენტებიც შედგენილი იყო საველე პირობებში და ამ ფაქტობრივმა გარემოებამ გამოიწვია შესყიდვის დოკუმენტების დაკარგვა, თუმცა წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად ასლი ბარდებოდა საბაჟო სამსახურს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო თავისივე უწყებიდან მიეღო საჭირო ინფორმაცია განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნავს, რომ რეალურად საწარმო მომსახურებას უწევდა ფიზიკურ პირებს, რომელთაც ფაქტობრივად სარეალიზაციოდ ჰქონდათ მომზადებული პროდუქტები, ხოლო საწარმო კი უზრუნველყოფდა მის ექსპორტს. ამ მომსახურების ფარგლებში ერთი სატრანსპორტო საშუალებით პროდუქტის ექსპორტისთვის კომპანია იღებდა 500 ლარს. მის ვალდებულებას წარმოადგენდა ფიტოსანიტარული დოკუმენტების მომზადება და საბროკერო მომსახურეობა. აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ოპერაციის შინაარსი სხვაა, ხოლო ფორმა კი სხვა. ამდენად, მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადის გაანგარიშების დროს საერთოდ არ იქნას გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, შესყიდვების დოკუმენტების არ არსებობისთვის. ეს უნდა გამოიყენონ მხოლოდ დანარჩენი მომსახურების გაწევის შესაბამისი დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში, რისი საფუძველიცაა ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 თებერვლის №2721 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღოს საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი (მაღალი) ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 თებერვლის №2721 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 12 აპრილს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 183 469 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 317 ლარი და ჯარიმა 61 152 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებელი (86% და 55%). შედეგად, საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 8%. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხა შემცირდა. ასევე, ფასნამატის შემცირების შედეგად, გაიზარდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია დასარიცხი მოგების გადასახადის გაზრდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიეღო საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი (მაღალი) ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებელი (86% და 55%) და სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხა შემცირდა. ასევე, ფასნამატის შემცირების შედეგად, გაიზარდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია დასარიცხი მოგების გადასახადის გაზრდა.

ასევე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი მიუთითებს, რომ ძალიან მცირე თანხით შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა ფასნამატის კოეფიციენტის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიეღო საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი (მაღალი) ფასნამატის მაჩვენებლები და აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული საშუალო შეწონილ ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასნამატის მაჩვენებელი (86% და 55%) და სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხა შემცირდა. ასევე, ფასნამატის შემცირების შედეგად, გაიზარდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია დასარიცხი მოგების გადასახადის გაზრდა. ასევე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).