ბრძანება N 6557
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6557
25 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 23 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ -------) 2026 წლის 23 თებერვლის №-------/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 იანვრის №037-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქ.--ში საწვავის შეძენა და საცალო/საბითუმო რეალიზაცია. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა უფიქსირდება 9 519 818 ლარი (ბენზინი რეგულარი - 3 155 442 ლიტრი, დიზელი - 999 714 ლიტრი, ბენზინი პრემიუმი - 25 896 ლიტრი). აუდიტის დეპარტამენტის მასალებიდან ირკვევა, რომ ბუნებრივი დანაკარგის გათვალისწინება განხორციელდა მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული საქონლის ნაშთებზე (ბენზინი რეგულარი - 641 507 ლიტრი, დიზელი - 73 423 ლიტრი, ბენზინი პრემიუმი - 3 190 ლიტრი). გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი საერთოდ არ ითვალისწინებს კანონით განსაზღვრულ ბუნებრივი დანაკარგის ნორმას საავტომობილო გადაზიდვისას. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეძენილი საქონლის სრულ ოდენობაზე გაითვალისწინოს ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (როგორც შენახვისას, ასევე ტრანსპორტირებისას).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №10 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----ის“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----ის“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №10 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 22 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 626 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 758 ლარი, ჯარიმა 868 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 26 იანვრის №037-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინება შესაბამისი საწვავის კატეგორიების ნორმების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს საწვავის ბუნებრივი დანაკარგის გათვალისწინებას რეზერვუარში შენახვის და ასევე ტრანსპორტირების დროს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერისათვის აუცილებელი აღრიცხვის წარმოება არ განხორციელებულა სათანადო წესით. მისი მხრიდან არ არის შესრულებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილი პირობები. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე მართლზომიერად განხორციელდა ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინება მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის რეალიზებულ საწვავის ნაშთზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----ის“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეძენილი საქონლის სრულ ოდენობაზე გაითვალისწინოს ბუნებრივი დანაკარგის ნორმები
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №10 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. კერძოდ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №10 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 2 626 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 758 ლარი, ჯარიმა 868 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №037-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინება შესაბამისი საწვავის კატეგორიების ნორმების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);