ბრძანება № 32413

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 21.12.2023
№ დოკუმენტი 32413
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 32413

21 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 20 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „---------” (ს/ნ--------) 2023 წლის 20 ნოემბრის №196188/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №081-270 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ 108 975 ლარის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და შესაბამისად, მოგების გადასახადის დარიცხვას. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების დასკვნაში მოცემულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის ხარჯი არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხის არსებობა. აცხადებს, რომ მათი საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივად გააჩნიათ დებიტორულკრედიტორული დავალიანებები. განსაკუთრებით მშენებლობის დაწყების პროცესში, რადგან ჭირს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზაციის თანხების მიღება ჯერ არ აშენებულ ფართებზე. გადამხდელი მიუთითებს, რომ მათთვის გაუგებარია, შემმოწმებელმა რატომ არ იხელმძღვანელა წარდგენილი საბუღალტრო მონაცემებით. გადამხდელი კვლავ აცხადებს, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ აქვს სასესხო დავალიანება 61 281 ლარი, ხოლო მოქმედ დირექტორთან 56 483 ლარი. შესაბამისად, აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დირექტორის ხელფასად განსაზღვრული 123 056 ლარიდან 117 764 ლარი განხილულ უნდა იქნეს სწორედ სასესხო დავალიანების დაფარვად. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის მე-2 საკითხის გადაანგარიშებას და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8878 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-329 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს „---------” (ს/ნ-----------) 2023 წლის 13 თებერვლის და 14 მარტის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8878 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 66 873 ლარით, მათ შორის გადასახადი 46 469 ლარით და ჯარიმა 20 404 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 ოქტომბრის №081-270 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების პროცესში გადამხდელმა სრულად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის. გადამხდელმა გასაჩივრებისას დამატებით წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც, --------- ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინის მყიდველები ----------, ----------, ----------, ---------- და ----------- ადასტურებენ, რომ მათ მიერ გადახდილი ავანსები არ შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ გადახდილ თანხებს. მაგალითად, ---------- ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით 36 600 ლარი გადახდილი ჰქონდა ხელმოწერისას (21.07.2020-ში) და დარჩენილი 24 400 ლარი უნდა გადაეხადა 01.12.2020-მდე, ხოლო შედარების აქტის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი აქვს მხოლოდ 4 000 ლარი. შემოწმების მიერ გაანგარიშებით კორპუსში მიღებული ავანსების თანხა იყო 252 476 ლარი და შედარების აქტებით ჯამურად მიღებული თანხა არის 133 213 ლარი. აღნიშნული შედარების აქტების გათვალისწინებით მცირდება საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 100 617 ლარით. მიღებული/მისაღები ფულადი სახსრების გაანგარიშებისას ნაშთად დარჩენილი თანხა შემცირდა 119 263 ლარით.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს აქვს დირექტორის და დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, მის მიერ გამოგზავნილია დასკანერებული სესხის ანგარიშის ბარათი, სადაც ფიქსირდება რომ საწარმოს აღებული აქვს პროცენტიანი სესხი დირექტორის და დამფუძნებლისგან, სესხის მიღება და სესხის ძირის დაბრუნება ხორციელდება სალაროს მეშვეობით. გადამხდელის განმარტებით სესხის ნაწილი დაბრუნებული იყო და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 117 768 ლარს. კომპანიას არ აქვს დეკლარირებული წყაროსთან დასაბეგრი ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტი. შპს „-----------" გადამხდელად დარეგისტრირდა 2016 წლის 20 ოქტომბერს. 2017-2018 წლებში აწარმოებდა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს. 2018 წლის 10 აპრილს შპს „---------"-მა ბარტერით შეიძინა მიწის ნაკვეთი -------------ში და მასზე განთავსებული 49,57 კვ.მ-ს ფართის შენობა-ნაგებობა, სანაცვლოდ 2019 წლის 3 სექტემბერს მიწის მესაკუთრე ---------- გადასცა 4 საცხოვრებელი ბინა, ჯამში 180.9 კვ.მ ოდენობის. ასევე, 2018 წლის 4 მარტს შპს „-----------"- მა ბარტერით შეიძინა 499 კვ.მ-ს ფართის მიწის ნაკვეთი -----------ში. ხელშეკრულების თანახმად აშენებულ კორპუსში მიწის მესაკუთრეს ------------ გადაეცემა 250 კვ.მ ფართი. 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შპს „------------“ კრედიტორული დავალიანება იყო 108 975 ლარი. შემოწმების მიერ, საწარმოს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა დაფუძნების დღიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, მიღებული შემოსავალი და ხარჯები და აღნიშნულის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯები არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულებების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხების არსებობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საწარმოს 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა მისი დაფუძნების დღიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ, მიღებული შემოსავალი და ხარჯები. აღნიშნულის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯები არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულებების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხების არსებობა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------” (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის მე-2 საკითხის გადაანგარიშებას და დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული მოგების გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადამხდელმა სრულად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის. გადამხდელმა გასაჩივრებისას დამატებით წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც, კორპუსის ბინის მყიდველები,ადასტურებენ, რომ ავანსები არ შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ გადახდილ თანხებს. ღნიშნული შედარების აქტების გათვალისწინებით მცირდება საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი

ბრუნვა .გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს აქვს დირექტორის და დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, მის მიერ გამოგზავნილია დასკანერებული სესხის ანგარიშის ბარათი, სადაც ფიქსირდება რომ საწარმოს აღებული აქვს პროცენტიანი სესხი დირექტორის და დამფუძნებლისგან.კომპანიას არ აქვს დეკლარირებული წყაროსთან დასაბეგრი ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტი. შემოწმების მიერ, საწარმოს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა დაფუძნების დღიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, მიღებული შემოსავალი და ხარჯები და აღნიშნულის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯები არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულებების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხების არსებობა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);