ბრძანება N 4043

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 4043
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4043

10 მარტი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 4 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 4 თებერვლის №94036/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №006-536 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განახორციელა გაურკვეველი გარემოებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა როგორც საბუღალტრო ჩანაწერები, ასევე, გაანგარიშებები და შემოწმების შედეგები ექვემდებარებოდა არსებით კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17212 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“ (ს/ნ „-------“) 2024 წლის 26 ივნისის და 4 ივლისის საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს "-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17212 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 27 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 18 286 ლარით, მათ შორის, გადასახადი 9 143 ლარით და ჯარიმა 9143 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 დეკემბრის №006-536 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშებები და დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გადამხდელის თანამონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო ვალდებულებების გამომწვევი გარემოებები და შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, ცნობები „------- LTD“-ის რეზიდენტობის თაობაზე, რის საფუძველზეც კორექტირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 27 თებერვალს 14:40 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე, ხოლო განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას. რაც შეეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის ან/და სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშებები და დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გადამხდელის თანამონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო ვალდებულებების გამომწვევი გარემოებები და შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია,რის საფუძველზეც კორექტირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)