N 3758-XIIIმს-Xმპ -29/11/2023 - საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 29.11.2023
№ დოკუმენტი 3758-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 2168 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2168. მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,29 ნოემბერი 2023 წ.

N3758-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე