ბრძანება N 468

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.01.2025
№ დოკუმენტი 468
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 468

22 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 10 იანვრის №93609/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №081-234 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი მიუთითებს ფინანსურ სირთულეებზე და ითხოვს საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22033 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22033 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 20 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 28 392 ლარი, მათ შორის: გადასახადი 18 928 ლარი, ჯარიმა 9 464 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 13 დეკემბრის №081-234 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სასტუმროს ინვოისები, ხელშეკრულებები, სასტუმროს ჟურნალი, ფოტო-ვიდეო მასალა და წერილობითი ახსნა-განმარტება. წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართული გამოიყენება ტურისტების მისაღებად, რაც დასტურდება წარდგენილი სასტუმროს ინვოისებით, სასტუმროს ჟურნალით და ხელშეკრულებებით. გადამხდელის განმარტებით, 3 სართულიანი სასტუმროს შენობის რემონტის დროს გადასახადის გადამხდელის ოჯახი დროებით ცხოვრობდა 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე არასეზონურ 05.10.2023 - 25.10.2023 პერიოდში. (23.10.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული დათვალიერების პროცედურით დაფიქსირდა 9 სართულიან სასტუმროს მეორე სართულზე გადასახადის გადამხდელის ოჯახის ცხოვრების ფაქტი). წარდგენილი ვიდეოდან კი ირკვევა, რომ მოცემულ მომენტში 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე არსებული ნომრები გაქირავებულია ტურისტებზე ან ტურისტებისთვის გასაქირავებელ მზადყოფნაშია. წარმოდგენილი განმარტებით ------- მუდმივად ცხოვრობს 3 სართულიან სასტუმროში მეორე სართულზე (3 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე გაწეულ ხარჯზე არ არის დღგ-ის ჩათვლები მიღებული და არც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღდგენას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით 9 სართულიანი სასტუმროს სამშენებლო მასალების შეძენისას გაწეულ ხარჯზე არაეკონომიკურ საქმიანობაში განხილული ფართის პროპორციულად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა. დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში. ასევე შემცირებას დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე აღდგენას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით 9 სართულიანი სასტუმროს სამშენებლო მასალების შეძენისას გაწეულ ხარჯზე არაეკონომიკურ საქმიანობაში განხილული ფართის პროპორციულად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი მიუთითებს ფინანსურ სირთულეებზე და ითხოვს საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სასტუმროს ინვოისები, ხელშეკრულებები, სასტუმროს ჟურნალი, ფოტო-ვიდეო მასალა და წერილობითი ახსნა-განმარტება. წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართული გამოიყენება ტურისტების მისაღებად, რაც დასტურდება წარდგენილი სასტუმროს ინვოისებით, სასტუმროს ჟურნალით და ხელშეკრულებებით. გადამხდელის განმარტებით, 3 სართულიანი სასტუმროს შენობის რემონტის დროს გადასახადის გადამხდელის ოჯახი დროებით ცხოვრობდა 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე არასეზონურ პერიოდში, რაც დასტურდება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული დათვალიერების პროცედურით. წარდგენილი ვიდეოდან კი ირკვევა, რომ მოცემულ მომენტში 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე არსებული ნომრები გაქირავებულია ტურისტებზე ან ტურისტებისთვის გასაქირავებელ მზადყოფნაშია. წარმოდგენილი განმარტებით მომჩივანი მუდმივად ცხოვრობს 3 სართულიან სასტუმროში მეორე სართულზე (3 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე გაწეულ ხარჯზე არ არის დღგ-ის ჩათვლები მიღებული და არც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღდგენას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით 9 სართულიანი სასტუმროს სამშენებლო მასალების შეძენისას გაწეულ ხარჯზე არაეკონომიკურ საქმიანობაში განხილული ფართის პროპორციულად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა. დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში. ასევე შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)