ბრძანება N 30134

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30134
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30134

04 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------)

(მის.:-----------------------------------)

2023 წლის 5 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------) №84663/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №094-70 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია საავანსო გადასახდელები 22 080 ლარის ოდენობით, კერძოდ: 15.05.2015 წ. – 5 550 ლ., 15.07.2015 წ. – 5 520 ლ., 15.09.2015 წ. – 5 520 ლ., 15.12.2015 წ. – 5 520 ლ. აღნიშნული 22 080 ლარი არ არის შემცირებული და ეს თანხა შესულია საგადასახადო მოთხოვნაში როგორც გადასახადის თანხა, ხოლო მოქმედი საგადასახადო კოდექსით საავანსო გადასახდელებისათვის საგადასახადო მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20214 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი 2015 წლის 16 დეკემბრის №094-585 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, კერძოდ:

„1. შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „-------ას“ მიერ „საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ქალაქ --------ის მერიაზე მიწის სანაცვლოდ ქონების ექსპროპრიაციის გზით გადაცემის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20214 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 19 520 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 520 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 ოქტომბრის №094-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა შპს „------ას“ მიერ „საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ქალაქ -----ის მერიაზე მიწის სანაცვლოდ ქონების ექსპროპრიაციის გზით გადაცემის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20214 ბრძანების შესაბამისად განახორციელა შპს „-------ას“ მიერ „საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ქალაქ ------ის მერიაზე მიწის სანაცვლოდ ქონების ექსპროპრიაციის გზით გადაცემის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

რაც შეეხება მიმდინარე გადასახდელებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე გადასახდელების ასახვა საგადასახადო მოთხოვნასა და, შესაბამისად, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ას“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20214 ბრძანებით დაკმაყოფილდა გადასაადის გადამდელის საჩივარი 2015 წლის 16 დეკემბრის №094-585 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20214 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 19 520 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 520 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 ოქტომბრის №094-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304( 21);