N 465 - 21/01/2021 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №465
2021 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:
„9. პირს, რომლესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გაგრძელებული ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული ვადა და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას, რომ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შეუმცირდება შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი.
10. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვა ეკონომიკურ საქმოანობას, შემოსავლების სამსახურს დამატებით წარუდგენს ინფორმაციას, იმ საშემოსავლო გადასახადის შესახებ, რომელიც მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ საქმიანობას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას).
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შემცირდება ის საშემოსავლო გადასახდი, რომელიც მიეკუთვნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე