გადაწყვეტილება №22902/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22902/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22902/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №055-3 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 87 607,48 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 42 355
ჯარიმა - 21 178
საურავი - 24 074,48
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის აგვისტოს, სექტემბრის და 2021 წლის სექტემბრის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებიც აისახა 1.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელშიც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:
საწარმოს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №19345 ბრძანება და ამავე თარიღის №055-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22799 ბრძანება;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაცია/დოკუმენტაცია;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №5854 ბრძანება და ამავე თარიღის №055-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს ნაპირსამაგრი გზების მშენებლობა/რემონტი, ტენდერი პირდაპირი შესყიდვით ან ქვეკონტრაქტორის მეშვეობით. 18.07.2023 წელს აუდიტორს ელექტრონულ გვერდზე ---------- გაეგზავნა შესამოწმებელ პერიოდებზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შემოწმების მიმდინარეობისას მისგან არ მიუღია, დარიცხვასთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად გამოიცა სადავო აქტები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრდა ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა რევიზორს გადამხდელთან ერთად შეესწავლა სადავო საკითხები. რევიზორმა გადამხდელთან თანამშრომლობის გარეშე, უკვე მეორედ გამოსცა აქტი, სადაც გადამხდელის პოზიციაში წერს, რომ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ დაუფიქსირებია, არ გაუვლია აქტით დარიცხული თანხის საკითხი კომპანიის წარმომადგენელთან რევიზორს. მოკლედ დროში თანამშრომლობის გარეშე გამოსცა შემოწმების აქტი. ითხოვს საჩივრის განხილვას და სადავო აქტების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარებები), რომლებიც შემოწმების პროცესში იქნა გათვალისწინებული და რომლებზე დაყრდნობითაც იქნა შედგენილი საგადსახადო შემოწმების აქტი. აღნიშნულის შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა განსხვავებული გარემოება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ არსებობს.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 18.07.2023 წელს აუდიტორს ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა შესამოწმებელ პერიოდებზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შემოწმების დროს, მისგან არ მიუღია, დარიცხვასთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი. აუდიტორმა გადამხდელთან თანამშრომლობის გარეშე, უკვე მეორედ გამოსცა აქტი, სადაც გადამხდელის პოზიციაში წერს, რომ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ დაუფიქსირებია, მოკლედ დროში თანამშრომლობის გარეშე გამოსცა სადავო აქტები.
მომჩივანი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე, კონკრეტულ არგუმენტს არ წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარებები), რომლებიც შემოწმების პროცესში იქნა გათვალისწინებული და რომლებზე დაყრდნობითაც იქნა შედგენილი საგადსახადო შემოწმების აქტი. აღნიშნულის შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა განსხვავებული გარემოება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ არსებობს. მომჩივანი მიუთითებს, რომ 18.07.2023 წელს აუდიტორს ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა შესამოწმებელ პერიოდებზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შემოწმების დროს, მისგან არ მიუღია, დარიცხვასთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი. აუდიტორმა გადამხდელთან თანამშრომლობის გარეშე, უკვე მეორედ გამოსცა აქტი, სადაც გადამხდელის პოზიციაში წერს, რომ გადასახადის გადამხდელს პოზიცია არ დაუფიქსირებია, მოკლედ დროში თანამშრომლობის გარეშე გამოსცა სადავო აქტები. მომჩივანი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე, კონკრეტულ არგუმენტს არ წარმოადგენს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.12.2023 წლის №20987/2/2023 (რეგ. 31.01.2024წ. №03/6873) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 304(21).