ბრძანება N 10258

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 10258
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10258

21 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 25 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 25 აპრილის №95274/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №002-20 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას. განმარტავს, რომ საკითხი ეხება 2021 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-------“ და შპს „-------“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს. ხოლო, დავის განხილვისა და საგამოძიებო ორგანოში ვიზიტის დროსაც დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებით შპს „-------“ სამუშაოები არ განუხორციელებია (შპს „-------“ საბანკო ანგარიშზე აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში თანხა არ ჩარიცხულა და არ გამოწერილა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). თუმცა, შემოწმებით მაინც არ განხორციელდა დავალიანების გადაანგარიშება. მომჩივანი აცხადებს, რომ შპს „-------“ აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს, მონაწილეობს ტენდერებში და კომპანიამ ამ მიმართულებით საქმიანობა დაიწყო 2022 წლის აპრილის თვიდან. 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ სულ განახორციელა სამი პროექტი

● ------- ------- (ღია ხელოვნურსაფარიანი ------- მშენებლობის სამუშაოები (-------), თანხით 187 413 ლარი;

● -------, ------- ------- რეაბილიტაციის სამუშაოები (-------), თანხით 116 967 ლარი;

● ------- (-------), თანხით 21 600 ლარი, მათ შორის ხელფასი 12 920 ლარი, სამუშაოები შესრულებული იქნა მცირე მეწარმე ------- მიერ.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე თუ რა შემოსავალი მიიღო, რა თანხა გადაიხადა ბიუჯეტში, რა რაოდენობის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა ჰქონდა და შესაბამისად რამდენი უნდა ყოფილიყო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა რეალურად, ნაცვლად შემოწმების აქტში მითითებულისა. ამასთან, აცხადებს, რომ მის მიერ ბიუჯეტში გადარიცხულია თანხები, რაც შემოწმებამ არ გაითვალისწინა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე სესხად გაცემული თანხების შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ სესხები გაცემულია სამი ოთხი დღის ვადით, ისინი ყველა დაბრუნებულია დროულად, რაც დასტურდება წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათვე ეკისრებათ.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დაფიქსირებული და რეალურად მიღებული შემოსავალი განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე, განსხვავებულია ქვეკონტრაქტორებზე, შეძენილ მასალებზე და გაწეულ მომსახურებაზე გადარიცხული თანხები. შედეგად, განსხვავებულია შემოსავალსა და აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა. შესაბამისად აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, არაა გათვალისწინებული დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22670 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „ -------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2; მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22670 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 26 მარტის №002-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, საგამოძიებო სამსახურიდან დამატებით მიღებული იქნა მასალები, რომელთა ანლიზის შედეგად ირკვევა, რომ შპს „-------“ და შპს „-------“ შორის 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებლი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „-------“ გაუწია 300 000 ლარის საშენებლო მომსახურება. ასევე, შპს „-------“ და შპს „-------“ შორის 2021 წლის ოქტომბრის თვეში გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „-------“ გაუწია 154 300 ლარის საშენებლო მომსახურება.

გარდა ამისა, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხები რის შედეგადაც შემოწმებისგან განსხვავებული შედეგი არ გამოვლენილა, ასევე, გადამხდელის მხრიდან დამატებით არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად დგინდება შემდეგი:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-------“, რომელიც არის ურთიერთდამოკიდებული საწარმო, გაფორმებული აქვს, როგორც ნარდობის ხელშეკრულება, ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საწარმოს შესრულებული აქვს 146 532 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ანალოგიურად გადამხდელს ასევე ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან შპს „-------“ 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული აქვს ქვეხელშეკრულება და 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში, მიღება-ჩაბარების აქტები გაწეულ მომსახურებაზე (სულ სამი მიღება-ჩაბარება) საერთო ღირებულებით 202 856 ლარი, რაც ასევე არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში (გამოკითხვის ოქმში გადამხდელი ადასტურებს, რომ ზემოთ ნახსენები სამუშაოები შესრულებული აქვს), რაც შეეხება დღგ-თი დასაბეგრ სხვა ბრუნვებს, შემოწმების მიერ განხორციელდა სახემლწიფო შესყიდვების (ტენდერების) საიტიდან იმ მიღება ჩაბარების აქტების ჩამოტვირთვა, რომელზედაც გადამხდელს ხელი აქვს მოწერილი, აღნიშნული მიღებაჩაბარებების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 837 635 ლარს, რომელსაც ემატება ზემოთ ნახსენებ ორ კომპანიაზე გაწეული სამშენებლო მომსახურების ბრუნვა, საერთო ჯამში შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 133 727 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 490 204 ლარს დღგ-ის გარეშე. ასევე, გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 409 074 ლარს დღგ-ის გარეშე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის ანალიზის მიხედვით ოთხ შემთხვევაში ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა, კერძოდ: 31.01.2023 წელს 1 000 ლარი - -------, 03.03.2023 წელს 4 000 ლარი - -------, 19.05.2023 წელს 2 500 ლარი - ------- და 04.09.2023 წელს 2 000 ლარი - -------, ოთხივე შემთხვევაში დანიშნულებაში მითითებულია „მოკლევადიანი სესხი“, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ თანხების უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშებზე არ ფიქსირდება.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ავტომანქანების და საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებების, ასევე, საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული აქვს, როგორც ავტომანქანის და საოფისე ფართის იჯარის, ასევე, სხვადასხვა მომსახურების თანხები, რც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიურად ორი ავტომანქანის და საოფისე ფართის იჯარა შეადგენს 5 000 ლარს, ყველა შემთხვევაში გამქირავებლები არიან გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე ფიზიკური პირები. საერთო ჯამში დასაბეგრი თანხა შეადგენს 100 000 ლარს. ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე გადახდილია მომსახურების თანხები, რაც ჯამში შეადგენს 63 975 ლარს და არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული ფიზიკური პირები ინდივიდუალურად იქნენ გადამოწმებული შემოწმების მიერ.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, დასაბეგრი ბრუნვების შედეგად მიღებულ ფულად სახსრებს გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების და მომსახურების ღირებულება, გადახდილი ხელფასები და განაცემები, გადახდილი გადასახადები, ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით გადახდილი სხვადასხვა საპროცენტო თუ საკომისიო ხარჯები, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ფულის ნაშთი საბანკო ანგარიშზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროში, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22670 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. გადამხდელის მხრიდან დამატებით არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)