ბრძანება N 18599
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18599
19 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის პირველი აგვისტოს
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ---) 2025 წლის პირველი აგვისტოს №121673/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №021-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი სადავო იყო მხოლოდ დღგ-ის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში აქტი შესული იყო კანონიერ ძალაში. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა თანხები დარიცხულია სხვა გადასახადების ნაწილში. ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია 2011-2014 წლების საანგარიშო პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №24831 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №24831 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 30 ივნისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 45 503 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ივლისის №021-71 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შემცირდა 2023 წლის 15 თებერვალს გამოცემული საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნის შედეგად დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა თანხები დარიცხულია სხვა გადასახადების ნაწილში. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე სრულად შემცირდა დარიცხული თანხები (როგორც დღგ-ის ნაწილში, ისე საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში). აღნიშნულს ასევე ადასტურებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დასარიცხი თანხა შეადგენს 0 (ნულ) ლარს. თუმცა, საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადამხდელს ერიცხება საშემოსავლო და მოგების გადასახადები და შესაბამისად, ჯარიმა/საურავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული მონაცემები წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი სადავო იყო მხოლოდ დღგ-ის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში აქტი შესული იყო კანონიერ ძალაში. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა თანხები დარიცხულია სხვა გადასახადების ნაწილში. ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია 2011-2014 წლების საანგარიშო პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა თანხები დარიცხულია სხვა გადასახადების ნაწილში. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე სრულად შემცირდა დარიცხული თანხები (როგორც დღგ-ის ნაწილში, ისე საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში).
აღნიშნულს ასევე ადასტურებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დასარიცხი თანხა შეადგენს 0 (ნულ) ლარს. თუმცა, საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადამხდელს ერიცხება საშემოსავლო და მოგების გადასახადები და შესაბამისად, ჯარიმა/საურავი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული მონაცემები წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას.
გადაწყვეტილება
შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304.