კაპიტალის გაზრდა N 2550

2550 კაპიტალის გაზრდა 12.01.2023
№ დოკუმენტი 2550
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კაპიტალის გაზრდა N 2550

ფაქტობრივი გარემოებები

· 100% წილის მფლობელმა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა ინდ. მეწარმე A-მ მის მიერ 2021 წელს დაფუძნებული საწარმოს (შპს B-ს) კაპიტალში შენატანის განხორციელების მიზნით 2022 წლის მარტში საკუთრებაში გადასცა 120 000 ლარის ღირებულების კომერციული დანიშნულების უძრავი ქონება, რომელიც B-ს სახელზე დარეგისტრირდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. B-ს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით A-ს მიერ მიღებულია პარტნიორის გადაწყვეტილება და შენატანი B-ს ბალანსზე ასახულია კაპიტალში. B-ს კაპიტალის გაზრდა არ არის რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

· A-მ უძრავი ქონების B-სათვის გადაცემა არ განიხილა საქონლის მიწოდებად დღგ-ის მიზნებისათვის და ოპერაცია არ დაბეგრა დღგ-ით.

შეფასება

· სსკ-ის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა. გადასახადების ადმინისტირების შესახებ საქართველოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N:996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 502 და 504 მუხლების შესაბამისად, - საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა. -ამ ინსტრუქციის 501 – 503 მუხლების მიზნებისათვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.

· А-ს მიერ უძრავი ქონების შეტანა B-ს კაპიტალში არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, აქტივის მიმღები გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილება აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.

ღონისძიებები

· პირის(A-ს) ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

იგულისხმება, რომ სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მოქმედებს როგორც 2022 წლის 1 იანვრამდე, ასევე 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ დაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებების მიმართ.