ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახე

ქონების გადასახადი 05.06.2015
№ დოკუმენტი 22
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 5 ივნისი

დ. ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადები და გადასახადების განაკვეთები დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

მამუკა მელიქიძე

დანართი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი გადასახადები, ქონების გადასახადის გადამხდელია:

1. რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

2.არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

3.ფიზიკური პირებისათვის:

ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე);

ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.

გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

5. მიწაზე ქონების გადასახადი

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 10.05.2019წ.

 

მუხლი 2. განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ხოლო საქმიანობისათვის – სპორტის სფეროში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

3. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით.

4. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი.

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

5. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი:

ა)

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1703157903185 {width: 624pt; margin: 0 auto !important; }ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

ასპინძის მუნიციპალიტეტისახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვისსათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე გამოყოფლი მიწა

6019153

 

ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შესაბამისი ოდენობით.

6. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განსაზღვრულია 0,24 ლარის ოდენობით, ტერიტორიული კოეფიციენტი ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს 0,27. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი დადგინდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის მიწის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით 1მ2 -ზე შემდეგი სახით:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1703158889941 {mso-cellspacing:0in;margin-left:56.2pt;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }#

ადგილმდებარეობა

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის საბაზისოგანაკვეთი

1მ2- ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე (3X4)

 

1

2

3

4

5

 

დაბაასპინძა

 

0,27

 

0,24

 

0,0648

 

ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლებისათვის, 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს დაბა ასპინძისათვის განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის 50 %-ის ოდენობით.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 10.05.2019წ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 19.12.2022წ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 20.12.2023წ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 25.11.2025წ.

 

მუხლი 3. ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:

1. მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები რომლის ფართობი არ აღემატება 1000 კვადრატულ მეტრს ხოლო ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 80 კვადრატულ მეტრს.

3. ამ მუხლის ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე