საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2024 წლის 28 ივნისი
ქ. საგარეჯო
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი.
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი.
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
5. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი.
6. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
მუხლი 3
მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ალექსი გილაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე