ბრძანება N 17203
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17203
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 3 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №112607/01 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №011-121/4 ბრძანებას და 15 ივნისის №000-179 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №011-121/4 ბრძანებას და 15 ივნისის №000-179 საგადასახადო მოთხოვნას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი და ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანების და 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შპს „---ს“ (ს/ნ ---) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 10 მაისის 17 ივლისი 2023 N 17203 №000-145 და 16 მაისის №000-147 მოთხოვნის, 10 მაისის №011-121/1 და16 მაისი №011-121/2 ბრძანების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან სადავო ოქმის შედგენის (10.05.2023 წ.) და 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების თარიღში (12.06.2023 წ.) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციები და პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში. აღნიშნულზე გამოიცა 2023 წლის 13 ივნისის №011-121/4 ბრძანება და 15 ივნისის №000-179 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება და მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №011-121/4 ბრძანებას და 15 ივნისის №000-179 საგადასახადო მოთხოვნას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი და ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანების და 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მომჩივანს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან სადავო ოქმის შედგენის (10.05.2023 წ.) და 2023 წლის 12 ივნისის №13001 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების თარიღში (12.06.2023 წ.) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციები და პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში. აღნიშნულზე გამოიცა 2023 წლის 13 ივნისის №011-121/4 ბრძანება და 15 ივნისის №000-179 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).