ბრძანება N 10781

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10781
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10781

15 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: ------------------------------)

2026 წლის 17 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) 2026 წლის 17 აპრილის №62435/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №094-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ 01.01.2020-01.03.2023 წლებში მიღებულ ავანსზე შემოწმების მიერ დარიცხულ დღგ-ზე არ არსებობს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას შეემცირებინა დღგ შემდგომში ეტაპობრივად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, შესრულების პროპორციულად. მიუთითებს, რომ 2023 წლის ივლისის თვეში შეუძლებელი იყო დღგ-ის თანხის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არარსებობის გამო, თუმცა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (საჩივარში მიუთითებს კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრებს) არ მიაბა დეკლარაციას და შესაბამისად, არც გადასახდელი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ იქნა ასახული, ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტის და ივნისის თვეებში იმავე მიზეზით ვერ მოხერხდა დღგ-ის თანხის გაქვითვა და ზედმეტად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 14 961.85 ლარი. ასევე, 2023 წლის აგვისტოს თვეში შემოწმების მიერ ამოღებულ იქნა დეკლარაციიდან გასაქვითი დღგ-ის თანხა 518.16 ლარი. ასევე, ვერ განხორციელდა დღგ-ის თანხის გაქვითვა/კორექტირება 2024 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში. შედეგად, გადამხდელი ითხოვს ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხების გაქვითვის შესაძლებლობას. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი საჩივარში მიუთითებს კონკრეტულ გაანგარიშებებზე. ასევე, ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26949 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26949 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 16 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხების არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 3 თებერვლის №094-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა შესრულებული/შესასრულებელი პროექტების შესაბამისად. ამავდროულად, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე განხორციელებული ოპერაციები (ავანსები), რაც დაკავშირებული იყო შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებთან, რისი საშუალებითაც განხორციელდა ,,--“ ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა (მიუხედავად იმისა, იყო თუ არა გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). გადამხდელთან აღნიშნული საკითხი გავლილი იყო შემოწმების პროცესშიც და პრეტენზია არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ განხორციელებულ ოპერაციებს ან წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებს, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში აღნიშნულის შესწავლა/კორექტირება ვერ განხორციელდა, ვინაიდან შემოწმების ბრძანება არ ითვალისწინებს აღნიშნული პერიოდის შემოწმებას და აქტით აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებები არ დადგენილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ შემოწმების პროცესში ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა შესრულებული/შესასრულებელი პროექტების შესაბამისად. ამავდროულად, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე განხორციელებული ოპერაციები (ავანსები), რაც დაკავშირებული იყო შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებთან, რისი საშუალებითაც განხორციელდა ,,--“ ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა (მიუხედავად იმისა, იყო თუ არა გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის ივლისის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 268 297 ლარს (დღგის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 68 378 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 199 918 ლარს. 2023 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 407 387 ლარს (დღგ-ის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 146 253 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 261 133 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა შესრულებული/შესასრულებელი პროექტების შესაბამისად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა.

ხოლო, რაც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ განხორციელებულ ოპერაციებს ან წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებს, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში აღნიშნულის შესწავლა/კორექტირება ვერ განხორციელდა, ვინაიდან შემოწმების ბრძანება არ ითვალისწინებს აღნიშნული პერიოდის შემოწმებას და აქტით აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებები არ დადგენილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №25007 ბრძანებით მიმდინარეობს შპს „------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 02.05.2023 წლის №9594, 27.07.2023 წლის №18432 და 05.06.2024 წლის №13309 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. ამ ეტაპზე შემოწმება არ დასრულებულა, თუმცა საჩივარში მითითებული საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა განხორციელდება აღნიშნული საგადასახადო შემოწმების დროს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხების გაქვითვის შესაძლებლობას და დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №26949 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

შემოსავლების სამსახურის №26949 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 16 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხების არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 3 თებერვლის №094-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);