ბრძანება N 621
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 621
24 იანვარი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 30 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) №216601/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №34357146 შეტყობინებას, 2024 წლის 19 დეკემბრის №C25196 საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ მონაცემს (სეს ესნ) და დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ პროდუქციაზე „-------“, „--------“, „----------“, „---------“ და „---------“ საბაჟო დეპარტამენტმა შეცვალა სეს ესნ კოდი და დაერიცხა დღგ, რასთან დაკავშირებითაც მიიღო შეტყობინება. მომჩივანი მიუთითებს, რომ დეკლარირებული საქონელი არის შვეიცარიული წარმოშობის, რომლის სეს ესნ კოდი არის 90183900, არც მისი მოსაზრებით დასტურდება შვეიცარიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, ----------- შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო-1 სერტიფიკატით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №----- საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, შემცირდეს დარიცხული დღგ და გაუქმდეს 2024 წლის 19 დეკემბრის №34357146 შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 დეკემბერს შპს „--------“ (ს/ნ ---------) კუთვნილი საქონელი (ქიმიური ნივთიერებათა ნარევი: „--------“, „---------“, „---------“ და „--------- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, კლასიფიცირდა „3824 99 960 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან „---------“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №--------- საბაჟო დეკლარაციით შპს „--------“ (ს/ნ --------) მითითებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 6 151.39 ლარის ოდენობით.
პროდუქტები:-------- წარმოადგენს ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებულ ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება პლაზმოლიფტინგის პროცედურებისთვის. კერძოდ, სინჯარაში მოთავსებულია ჰიალურონის მჟავა და „სეპარაციული სითხის“ (რომელებიც ძირითადად დამზადებულია სილიკონის ან პოლიმერის ფუძეზე) ნარევი. მითითებული სინჯარით ხდება სისხლის აღება და ცენტრიფუგის საშუალებით სისხლიდან პლაზმის გამოყოფა. გამოყოფილი პლაზმა ერევა სინჯარაში უკვე არსებულ ჰიალურონის მჟავასთან. მზა ნარევი გამოიყენება საინექციოდ და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, გაჯანსაღებასა და სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებას. აღნიშნული პროდუქტები გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, ხოლო -------- არის ჰერმეტულად დალუქული სინჯარა, რომელშიც ძირითადად მოთავსებულია მხოლოდ „სეპარაციულ სითხე“ ან/და ანტიკოაგულანტები. აღნიშნული სინჯარის მეშვეობით ხდება სისხლის აღება შემდგომი ანალიზისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ -------- არის ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებული ჰიალურონის მჟავისა და „სეპარაციის სითხის“ ქიმიური ნარევი, საქონლის ხასიათს არსებითად განსაზღვრავს სინჯარაში განთავსებული საინექციო - „ქიმიური ნარევი“ და ჰარმონიზებული სისტემის „ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“, პროდუქტის შემადგენლობის, ფუნქციის, დანიშნულებისა და გამოყენების გათვალისწინებით კლასიფიცირდება ---------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
აღნიშნული კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქიმიურ ნივთიერებათა ნარევის – ---------- კლასიფიკაციის მიზნით, 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა სასაქონლო ექსპერტიზა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №---------- დასკვნის მიხედვით, საქონლის შემადგენლობის საფუძველზე სეს ესნ კოდად განისაზღვრა „------------“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება მისი ფუნქციის, დანიშნულებისა და შემადგენლობის მიხედვით და კლასიფიკაციისთვის გამოიყენება მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“.
„წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით“,38 ჯგუფი მოიცავს ქიმიური პროდუქტებს. 3824 სასაქონლო პოზიციაში ჩრთულია მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების (წესი I) გათვალისწინებით, „სინჯარები“ შესაძლებელია კლასიფიცირდეს 39-ე ჯგუფში (პლასტმასები და მათი ნაწარმი), 70-ე ჯგუფსა (მინა და მისი ნაწარმი) და 90-ე ჯგუფში (ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები) თავისი შემადგენლობის, ფუნქციის და დანიშნულების შესაბამისად. მათი კლასიფიციკაციისთვის რელევანტური სასაქონლო კოდებია:
პლასტმასის ლაბორატორიული ჭურჭელი (მათ შორის სინჯარა) კლასიფიცირდება 3926 (პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი და 3901–3914 სასაქონლო პოზიციების დანარჩენი მასალების ნაწარმი) სასაქონლო პოზიციაში;
მინის ლაბორატორიული ჭურჭელი (მათ შორის სინჯარა) კლასიფიცირდება 7017 (მინის ჭურჭელი ლაბორატორიული, ჰიგიენური ან ფარმაცევტული მიზნებისათვის, გრადუირებული და არაგრადუირებული, დაკალიბრებული და დაუკალიბრებელი) სასაქონლო პოზიციაში;
სისხლის აღებისთვის და ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი პლასტმასის/მინის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური სინჯარები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები კლასიფიცირდება 9018 (ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები) სასაქონლო პოზიციაში.
დადგენილია, რომ დეკლარირებული საქონელი --------, ----------,--------- და --------- არის ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებული ჰიალურონის მჟავისა და „სეპარაციის სითხის“ ქიმიური ნარევი, საქონლის ხასიათს არსებითად განსაზღვრავს სინჯარაში განთავსებული საინექციო - „----------“ და ჰარმონიზებული სისტემის „--------“, პროდუქტის შემადგენლობის, ფუნქციის, დანიშნულებისა და გამოყენების გათვალისწინებით მისი კლასიფიცირება ---------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, რომ მომჩივნის მიერ მითითებულ 9018 სასაქონლო პოზიციაში 2024 წლის 19 დეკემბრის №--------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირება ვერ განხორციელდება, ვინაიდან 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები. მაგალითად სამედიცინო დანიშნულების ელექტროგრაფები, ულტრაბგერითი სკანირების აპარატები, მაგნიტურრეზონანსული გამოსახულების აპარატები, შპრიცები, ნემსები კათეტერები, კანულები და ანალოგიური ინსტრუმენტები. 9018 სასაქონლო პოზიციაში ასევე კლასიფიცირდება სისხლის აღებისთვის და შენახვისთვის განკუთვნილი პლასტმასის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური კონტეინერები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები.
საგულისხმოა ასევე, რომ აღნიშნული კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქიმიურ ნივთიერებათა ნარევის – --------- კლასიფიკაციის მიზნით, 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა სასაქონლო ექსპერტიზა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №011644/2023 დასკვნის მიხედვით, საქონლის შემადგენლობის საფუძველზე სეს ესნ კოდად განისაზღვრა „--------------“.
მომჩივნის არგუმენტებთან, კერძოდ საქონლის „9018 30“ კოდში კლასიფიცირებასთან დაკავშირებით, საფულისხმოა ის ფაქტიც რომ №--------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი წარმოებულია შვეიცარული კომპანია „---------“-ის მიერ, აღნიშნული კომპანია აწარმოებს ინოვაციური პროდუქტებს -------- თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა), რომლებიც გამოიყენება პლაზმოთერაპიისთვის (ჰემატოლოგიური თერაპია) დერმატოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ორთოპედიაში. მათი მიზანია ქსოვილების აღდგენა და მიკროელემენტების რეგენერაცია. მითითებული თერაპია მოიცავს პაციენტისთვის საკუთარი სისხლის პლაზმით ინექციას.
მომჩივნის მოთხოვნაზე 2024 წლის 19 დეკემბრის №----------- შეტყობინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე სახაზინო კოდი, სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს თანხის გადახდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 19 დეკემბრის №C25196 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 2024 წლის 19 დეკემბრის №34357146 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, შემცირდეს დარიცხული დღგ და გაუქმდეს 2024 წლის 19 დეკემბრის №34357146 შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს კუთვნილი საქონელი საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. ვინაიდან „3824“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და საბაჟო დეკლარაციით შპს-ს მითითებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ.
გადაწყვეტილება
დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 2024 წლის 19 დეკემბრის №34357146 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
34;35;