ბრძანება N 9542
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9542
24 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------)
(მის.: ---------------------------------.)
2024 წლის 14 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) №89068/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №023-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლის მიზნით, შემმოწმებელს უნდა გამოეთვალა საწარმოს გონივრული ნაშთი, რისთვისაც საჭირო იყო საწარმოს საკასო შემოსავლებისა და საკასო ხარჯების დათვლა, სადაც ასევე უნდა შესულიყო შემოსავალი, რომელიც არაპირდაპირი მეთოდით იქნა გაანგარიშებული. გონივრული ნაშთის გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო საგადასახადო ვალდებულებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრულ ნაშთთან მიმართებით, რაც არ მომხდარა შემმოწმებლის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28587 ბრძანებით შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი 2023 წლის 17 მარტის №023-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28587 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 მარტის №023-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის შესაბამისად. ვინაიდან, აღნიშნული მეთოდის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი აღმოჩნდა შემოწმების მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ნაშთზე ნაკლები, შემოწმებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის ჯამური ოდენობის კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა დარიცხვის პერიოდები, გადასახადი გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ნაცვლად დაერიცხა ბოლო შესამოწმებელ პერიოდზე (2021 წლის აპრილი). შესაბამის კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა საურავი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი აღმოჩნდა შემოწმების მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ნაშთზე ნაკლები, შემოწმებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის ჯამური ოდენობის კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა დარიცხვის პერიოდები, გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ნაცვლად დაერიცხა ბოლო შესამოწმებელ პერიოდზე (2021 წლის აპრილი). შესაბამის კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საურავი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №28587 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი №023-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №28587 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს წარედგინა №023-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის ახალი რედაქციის შესაბამისად. ვინაიდან, აღნიშნული მეთოდის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოანგარიშებული გონივრული ნაშთი აღმოჩნდა შემოწმების მიხედვით გაზიარებული ნაღდი ფულის ნაშთზე ნაკლები, შემოწმებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის ჯამური ოდენობის კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. ამასთან, კორექტირებას დაექვემდებარა დარიცხვის პერიოდები, გადასახადი გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი სხვადასხვა საანგარიშო პერიოდის ნაცვლად დაერიცხა ბოლო შესამოწმებელ პერიოდზე (2021 წლის აპრილი). შესაბამის კორექტირებას/შემცირებას დაექვემდებარა საურავი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);