ბრძანება N 15505
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15505
09 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2025 წლის 20 და 24 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------) 2025 წლის 20 ივნისის №96377/1/2025 და 24 ივნისის №96429/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის №006-132 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
1. აცხადებს, რომ სალაროში წარმოქმნილი ვირტუალური ნაშთი არ ასახავს კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის რეალურ სურათს. აგრეთვე განმარტავს, რომ შემოწმების პროცესი დაიყო სამ შუალედურ აქტად, პირველ შუალედურ აქტზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება 1 040 070 ლარზე, რომელმაც ასახვა არ ჰპოვა არც მეორე და არც მესამე შუალედური აქტების სალაროს ნაშთის შედეგებში. ასევე, მე-3 შუალედური აქტის საჩივარი ფინანსთა სამინისტროში დაკმაყოფილდა და აუდიტს დაევალა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე სალაროს ნაშთის ხელახალი შესწავლა.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22213 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №006-429 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 5 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----ის“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22213 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 15 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 147 833 ლარით, მ.შ. გადასახადი 98 555 ლარით და ჯარიმა 49 278 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 23 მაისის №006-132 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, მათ შორის, კომპანიის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა კომპანიის სასესხო ვალდებულებები და ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გადახდილი თანხები და კრედიტორებზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად შესწავლილ იქნა დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, მათ შორის, კომპანიის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა კომპანიის სასესხო ვალდებულებები და ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გადახდილი თანხები, ასევე, კრედიტორებზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №22213 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ის“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარრემოება
შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, მათ შორის, კომპანიის საბანკო ანგარიშები, სადაც ფიქსირდებოდა კომპანიის სასესხო ვალდებულებები და ამ სასესხო ვალდებულებების ფარგლებში გადახდილი თანხები და კრედიტორებზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21)