ბრძანება N 16550
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16550
12 ივლისი 2024
ბრძანება
შპს „-------“-ს (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.:"--------")
2024 წლის 5 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ "-------" ) 2024 წლის 5 ივლისის №90578/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №006-319 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ დავის პირველ ეტაპზე დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე კომპანიის მხრიდან წარდგენილ იქნა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც მთლიანად ეყრდნობოდა გადამხდელის დოკუმენტურ შეძენასა და რეალიზაციას. წარდგენილი გაანგარიშების მიხედვით, თვალსაჩინოდ იყო ილუსტრირებული საქონლის მოძრაობა, რაც ამტკიცებდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოებული გაანგარიშების არამართლზომიერებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნა დაფუძნებული იყო მხოლოდ და მხოლოდ გადამხდელის მიერ მიღებულ და გამოწერილ ზედნადებებზე, რომელთა ანალიზი და ილუსტრირებაც მოხდა საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე, საბჭოს სხდომაზე. ამდენად, მიუღებელია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია დარიცხული თანხების უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ს (ს/ნ "-------") საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ს (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 18 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის №006-319 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატს და გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებდა, რომ საწარმო რეალიზაციას სრულად ახორციელებს მხოლოდ დოკუმენტით, კერძოდ, საქონლის 99%-ის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებებით. კომპანია არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისთვის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესაბამისად, გაუგებარია დღგ-ის ბრუნვის დაუსაბუთებელი ზრდა. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს მკვეთრად განსხვავებული რეალურ ფასნამატთან შედარებით.
ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აუდიტის დეპარტამენტში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ასევე არ არის წარმოდგენილი საჩივართან ერთად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10929 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 18 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის №006-319 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).