N 21 - 18/01/2022 - „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №21
2022 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს, დავის განმხილველი ორგანო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივანს უდგენს ხარვეზს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე