ბრძანება N 20466
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20466
17 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ს“ (ს/ნ --------------)
(მის.: ქ. -------------------------)
2024 წლის 10 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ --------------) №91884/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №005-130 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ კომპანიის დაარსებიდან დღემდე არცერთი რეალიზაცია არ მომხდარა თვითღირებულებით ან მასზე დაბალ ფასად. რაც შეეხება უსაბუთოდ (მხოლოდ ჩეკით) გაყიდულ პროდუქციას თითოეულ მათგანზე ამობეჭდილია ჩეკი, რაც დეკლარირებულია და შესაბამისი გადასახადი გადახდილია. აცხადებს, რომ ყველაზე დაბალი გასაყიდი ფასი გვხვდება არამარტო საცალო რეალიზაციაში, არამედ ზედნადებებშიც. მაგ: ქსოვილი მილიპა ------- სასაქონლო ზედნადებითა და უსაბუთოდ (მხოლოდ ჩეკით), ორივე შემთხვევაში, რეალიზებულია 4.20 ლარად. ამასთანავე, მილიპის უმეტესი საცალო რეალიზაცია არის 5 ლარის ფარგლებში. აცხადებს, რომ საჩივარში მოყვანილი აქვს ერთი მაგალითი და თითოეული სახის პროდუქციის გადამოწმება ანალოგიური ოპერაციით არის შესაძლებელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18343 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №005-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------ს“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18343 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 2948 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1954 ლარით, ჯარიმა 994 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 აგვისტოს №005-130 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18343 ბრძანების შესაბამისად, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად იქნა გაითვალისწინებული ხარჯებში. შედეგად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18343 ბრძანების შესაბამისად, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად იქნა გაითვალისწინებული ხარჯებში, რის შედეგადაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს მითითებული სადავო გარემეობად, შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ს“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №18343 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №005-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.
შემოსავლების სამსახურის №18343 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 2948 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1954 ლარით, ჯარიმა 994 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №005-130 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);