ბრძანება N 24587

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 29.10.2026
№ დოკუმენტი 24587
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24587

29 ოქტომბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 31 აგვისტოს საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 სექტემბრის და 28 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №87 და №97) იმსჯელა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 31 აგვისტოს №104339/1/2026 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის №001-178 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16116 ბრძანების აღსრულების შედეგები.

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 სექტემბრის №2216 განკარგულების საფუძველზე, შპს „--------“ (ს/ნ „-------“) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2026 წლის 12 ოქტომბრის №26/421 საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 ივლისის №16116 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის პროექტში მდებარეობს 33 საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი.

შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა სსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით დადგენილი საბაზრო ფასი, კერძოდ, შესამოწმებელ ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე. სხვაობა შემოსავალში შეადგენს 264 167 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან დამფუძნებელი და დირექტორი,რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც.ფასებს შორის სხვაობა დირექტორის,შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დამფუძნებლის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981 მუხლის მიხედვით და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981 მუხლის მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301.