გადაწყვეტილება №21457/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 28.12.2023
№ დოკუმენტი 21457/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21457/2/2023

28 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 30.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21457/2/2023).

 

დავის საგანი:

დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №001-250 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17873 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 539 845 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 327 377

ჯარიმა - 163 689

საურავი - 48 779

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის №14570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32697 ბრძანება და №001-250 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 539 845 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17873 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის დასკვნა, 27.10.2023 წლის №26507 ბრძანება და №001-248 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 212 265 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 335 118 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17873 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №001-248 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 30.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საჩივარი კუთვნილებისამებრ გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №124173-21-04 წერილით და წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი არ გაცნობია ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17873 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 31 აგვისტოს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 20 სექტემბერს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გაეცნო 2023 წლის 21 ნოემბერს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 20.09.2023 წლიდან (გამოქვეყნებიდან მე-20 დღე) და არა იმ თარიღიდან, რომელსაც მომჩივანი მიუთითებს (21.11.2023 წელი).

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 10.10.2023 წელს, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 30 ნოემბერს, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის №14570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32697 ბრძანება და №001-250 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 539 845 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17873 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის დასკვნა, 27.10.2023 წლის №26507 ბრძანება და №001-248 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 212 265 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 335 118 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17873 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №001-248 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 30.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საჩივარი კუთვნილებისამებრ გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე", 44(4)(10)(11), 299(10).