ბრძანება N 38237-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 38237
26/12/2018
შპს ---------------
(მის: ქ. ---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
2018 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის
არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 13 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N99) განიხილა შპს ----- ს საჩივარი 2018 წლის 4 ოქტომბრის N081-224 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
არ ეთანხმება ლიკვიდაციის პერიოდში არსებული ძირითადი საშუალებების და ინვენტარის ნაშთის მოგების განაწილებად მიჩნევას და გადასახადებით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ საწარმოს პარტნიორების გადაწყვეტილებით საწარმოს რეორგანიზაცია - ლიკვიდაციის პროცედურები დაიწყო 2017 წლის 19 დეკემბერს, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. შესაბამისად, რეორგანიზაციის გამოცხადების დროისათვის საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი ძირითადი საშუალებების რეალიზებულად აღიარება და მასზე დამატებით ჯარიმების დარიცხვა ხორციელდება არა ფაქტობრივად განხორციელებულ ოპერაციაზე, არამედ დაშვებაზე, რაც ეწინააღმდგება სსკ-ის მოთხოვნებს.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 იანვრის N272 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 4 ოქტომბრის N28040 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და ამავე თარიღის N081-224 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 186 457,88 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 100 625 ლარი, ჯარიმა 54 592 ლარი, საურავი 31 240,88 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა ლიკვიდაცია გადაწყვიტა 2017 წლის 20 დეკემბერს, აღნიშნულ პერიოდში გააჩნდა 88 981 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების და ინვენტარის ნაშთი.
შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა ლიკვიდაციისას ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, შემოწმების შედეგად აღნიშნული ნაშთი საწარმოს ლიკვიდაციისას ჩაითვალა რეალიზებულად დეკემბრის თვეში და სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა სსკ-ის 55-ე მუხლზე, რომლის თანახმად 1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე- 2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) განაწილებული მოგება;
სსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სსკ-ის 98¹- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს;
სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ამასთან, ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა.
აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს გააჩნია ძირითადი საშუალებების და ინვენტარის ნაშთი, რომელიც ლიკვიდაციის პერიოდისათვის განაწილებული არ არის, აღნიშნულის მოგების განაწილებად და დეკემბრის თვეში რეალიზებულად მიჩნევის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამდენად, გადასახადის გადახმდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2018 წლის 26 ოქტომბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის პერიოდში არსებული ძირითადი საშუალებების და ინვენტარის ნაშთის მოგების განაწილებად მიჩნევას და გადასახადებით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ საწარმოს რეორგანიზაცია -ლიკვიდაციის პროცედურები არ დასრულებულა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა, რომ გადამხდელმა ლიკვიდაცია გადაწყვიტა 2017 წლის 20 დეკემბერს, აღნიშნულ პერიოდში გააჩნდა 88 981 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების და ინვენტარის ნაშთი. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა ლიკვიდაციისას ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, აღნიშნული ნაშთი საწარმოს ლიკვიდაციისას ჩაითვალა რეალიზებულად დეკემბრის თვეში და სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს გააჩნია ძირითადი საშუალებების და ინვენტარის ნაშთი, რომელიც ლიკვიდაციის პერიოდისათვის განაწილებული არ არის, აღნიშნულის მოგების განაწილებად და დეკემბრის თვეში რეალიზებულად მიჩნევის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამდენად, გადახმდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(12); 55(1); 97(1); 98¹(1)
01.01.2021 წლამდე მომქედი: 161(1,,ა“)