ბრძანება N 6538

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 6538
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6538

26 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 29 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -----------) №88144/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების მხოლოდ 75%-ის განხილვას ანაზღაურებულად, ხოლო 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტები ხელმოწერილია და დამოწმებულია ბეჭდით. მიუხედავად ამისა, შემოწმების მიერ დოკუმენტები მიჩნეული იქნა არასათანადოდ დამოწმებულად. მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიდგომას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30751 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი 2023 წლის 9 ოქტომბრის №063-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30751 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მოწოდებული. ვინაიდან, მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადოდ), საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მოწოდებული. ვინაიდან, მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადოდ), საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიდგომას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მოწოდებული. ვინაიდან, მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადოდ), საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)