ბრძანება N 14173

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 14173
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14173

20 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------’’ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------, ----------)

2023 წლის 5 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №81467/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №081-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ:

1. არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მყიდველების მიერ გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა გაანგარიშება სამშენებლო ობიექტზე ფაქტიური დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან პროცენტული მაჩვენებლების შესახებ, ასევე დოკუმენტები ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების და ფაქტიური დანახარჯების შესახებ. შემოწმებამ ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება. აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი გაანგარიშების მიხედვით ფაქტიური დანახარჯების ხვედრითმა წილმა სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან მიმართებაში სარევიზიო პერიოდამდე, 2018 წლის 1 იანვრამდე, შეადგინა 24.04%, ხოლო სარევიზიო პერიოდის ბოლოსთვის 45.2%. ე.ი სარევიზიო პერიოდში დანახარჯების ხვედრითი წილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან მიმართებაში გაზრდილია 21%-მდე. გადამხდელი არ იზიარებს შემოწმების პოზიციას, რის საფუძველზეც შემოწმებამ დააზუსტა შესრულებული სამუშაოს ხვედრითი წილი და შესაბამისად, გასანაწილებელმა მოგებამ შეადგინა 17%. გადამხდელისთვის უცნობია რის საფუძველზე შეცვალა შემოწმებამ აღნიშნული მაჩვენებელი. აცხადებს, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია. მიუთითებს, რომ შესრულებული სამუშაოების ხვედრითი წილი პროცენტულად არსებითად აღემატება შემოწმებით განგარიშებულ ხვედრით წილს, რაც გადამხდელს აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, მოგება არსებითად არ შეესაბამება ფაქტობრივ მაჩვენებელს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ საწარმო რეგისტრირებულია 2003 წლიდან და მის საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. საწარმოს მიერ შეძენილ იქნა მშენებარე ობიექტი, რომელიც შეტანილი იყო მევალეთა რეესტრში და არსებობდა რისკი, რომ მშენებლობა ვერ გაგრძელებულიყო, რის გამოც დაზარალდებოდნენ ბინების მყიდველები. ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და მშენებლობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში. აცხადებს, რომ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9138 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-427 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 28 და 31 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს ,,----------" (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.’’

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9138 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 1 129 662 ლარით, მათ შორის გადასახადი 756 585 ლარით, ჯარიმა 373 077 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 მაისის №081-71 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9138 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. გადაანგარიშების პროცესში გამოანგარიშებულ იქნა საამშენებლო ობიექტის სამუშაოების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი რამაც შეადგინა 17% (შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯების შეპირისპირება მთლიან საპროექტო ხარჯთან მიმართებაში). აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე გასაცემმა დივიდენდის თანხამ გაანგარიშებით შეადგინა 2 745 629 ლარი (ამ თანხიდან 98 872 ლარის დივიდენდად გაცემა გათვალისწინებულია მე-3 საკითხით, ხოლო სხვაობის თანხა 2 646 757 ლარი გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად აღნიშნულ საკითხში). საბოლოოდ საწარმოს დირექტორებზე სესხად გაცემული თანხა მცირდება 1 571 668 ლარამდე (სხვაობა საგადასახადო შემოწმებით სესხად განხილულ თანხასა და გადაანგარიშების პროცესში გამოანგარიშებულ დივიდენდის თანხას შორის). შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, მოგების გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 467 072 ლარი და ჯარიმა 233 538 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 193 540 ლარი და ჯარიმა 92 176 ლარი.

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9138 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერები, ელ. ცხრილები და ა.შ) დასტურდება, რომ სერგო გოგოლაძის მიმართ 2018 წლის 1 იანვრისთვის არსებული დავალიანება წარმოშობილია საწარმოს ფულადი სახსრების გადაცემის საფუძველზე. აღნიშნული ფულადი სახსრები მიმართულ იქნა საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის ხელშეკრულებების გაუქმებიდან წარმოშობილი დავალიანებების და შპს ,,----------’’ 2017 წლის 19 სექტემბერს შეძენილი უძრავი ქონების ღირებულების დასაფარად. შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ, მოგების გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 50 311 ლარი და ჯარიმა 25 156 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 28 066 ლარი და ჯარიმა 13 447 ლარი.

● შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9138 ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით (ბუღალტრული აღრიცხვის განახლებული პროგრამა, ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერები ელ. ცხრილები და ა.შ) დასტურდება, რომ ანგარიშვალდებული პირის თანხა 98 500 ლარის ოდენობით დაბრუნებულია სალაროში 2021 წლის 27 თებერვალს. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). კერძოდ მოგების გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 17 448 ლარი და ჯარიმა 8 724 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 146 ლარი და ჯარიმა 37 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ პირველად წარმოდგენილი საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მყიდველების მიერ გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №9138 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ პირველად წარმოდგენილი საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21); 269(7)