ბრძანება N 24830
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24830
11 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2025 წლის 27 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 სექტემბრის, 2, 9 და 30 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №75, №83, №85 და №90) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 27 ივლისის №97127/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №006-227 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აცხადებს, რომ გადამხდელი აწარმოებდა/აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პერიოდში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის ფაილი და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაილი, ასევე, თან ერთვოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს. განმარტავს, რომ ადრეც და ამ გასაჩივრებული გადაანგარიშების დასკვნის მიღების პერიოდშიც წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, მომჩივნისთვის გაუგებარია რატომ აქვს აუდიტორს დასკვნაში მითითებული, რომ თითქოს გადამხდელს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომლითაც შეუმცირდებოდა საგადასახადო ვალდებულებები. გადამხდელი განმარტავს, რომ არ არის შეფასებული მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ემსჯელა და შეეფასებინა აღნიშნული მტკიცებულებები, რათა მომჩივნისთვის გასაგები ყოფილიყო რა იქნა გაზიარებული და რა არა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22776 ბრძანების საფუძველზე ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 8 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22776 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 20 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 74 491 ლარი, მათ შორის: გადასახადი 52 493 ლარი, ხოლო ჯარიმა 21 998 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №006-227 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოწმების მიერ საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში შემცირდა დარიცხული გადასახადი. ხოლო დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები იქნებოდა შესამცირებელი. შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირ მეთოდთან და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესწავლილია სადავო საკითხი, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული თანხების შესაბამისობას და ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ გამოვლინდა უზუსტობები, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს, ასევე, დავალებული ჰქონდა შეესწავლა იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე, მათ შორის საჩივრის ზეპირ განხილვაზე, არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირ მეთოდთან და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშება არ განხორციელდა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესწავლილია სადავო საკითხი, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული თანხების შესაბამისობას და ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ გამოვლინდა უზუსტობები, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს, ასევე, დავალებული ჰქონდა შეესწავლა იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, დღგ-ის ნაწილში დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა 52 493 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე, მათ შორის საჩივრის ზეპირ განხილვაზე, არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 304(21)