ბრძანება N 13627

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2023
№ დოკუმენტი 13627
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13627

16.06.2023

შპს „- - ------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -----------------------------------)

2023 წლის 2 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „- - ------ის“ (ს/ნ -----------------) 2023 წლის 2 მაისის №75121/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №081-43 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში დანაკარგების არსებობა. ასევე დადგენილია დანაკარგის ოდენობა წარმოების დროს, თუმცა შემმოწმებელი თვლის, რომ კონკრეტული შემთხვევა უნდა ყოფილიყო შესწავლილი/გამოკვლეული. აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ხარვეზი უნდა დაედგინა შემოწმებას და მოეთხოვა გადამხდელისათვის დამატებით კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში დასკვნის წარმოდგენა. აშკარაა, რომ მსგავს საქმიანობაში დანაკარგი არსებობს და ეს სადავო არ არის. აღნიშნავს, რომ მსგავსი საქმიანობა საქართველოში ხშირი შემთხვევაა და აუდირებული კომპანიის შემთხვევები შეიძლებოდა გამოეყენებინა შემმოწმებელს, ასევე შეეძლო გამოეთხოვა ინფორმაცია მესამე პირისგან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შედგენილი აქვს ჩამოწერის აქტები, სადაც ნათლად ჩანს წარმოების დროს დანაკარგის ოდენობა, რაც ასევე არ იქნა გაზიარებული შემოწმების მიერ. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებას ასევე შეეძლო ჩაეტარებინა საცდელი წარმოება და ამ გზით მიღებული შედეგით ემსჯელა. გადამხდელი აცხადებს, რომ მიმართა ექსპერტს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით და დამატებით წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25273 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „- - ------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „- - ------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდება დანაკარგის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25273 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 14 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 5 აპრილის №081-43 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „----ის ----თა ----ის“ 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა, რომელიც შპს „-----ო -------ის ------ის“ დირექტორის ექსპერტ-შემფასებლის მიერ იქნა ჩატარებული. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი იყო დაედგინა ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში არსებული დანაკარგები, თუმცა პასუხი, რომელიც აღწერილია ზემოთ აღნიშნულ დასკვნაში არ შეესაბამება დასმულ კითხვას. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ მოხდა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადაანგარიშება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შპს „----ის ----თა ----ის“ 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი იყო: დაედგინა ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში არსებული დანაკარგები, თუმცა პასუხი, რომელიც აღწერილია ზემოაღნიშნულ დასკვნაში არ შეესაბამება დასმულ კითხვას. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „- - ------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში დანაკარგების არსებობა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შედგენილი აქვს ჩამოწერის აქტები, სადაც ნათლად ჩანს წარმოების დროს დანაკარგის ოდენობა, რაც ასევე არ იქნა გაზიარებული შემოწმების მიერ. გადამხდელი აცხადებს, რომ მიმართა ექსპერტს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით და დამატებით წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი იყო დაედგინა ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში არსებული დანაკარგები, თუმცა პასუხი, რომელიც აღწერილია ზემოთ აღნიშნულ დასკვნაში არ შეესაბამება დასმულ კითხვას. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ მოხდა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადაანგარიშება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(12);