გადაწყვეტილება №27472/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.06.2026
№ დოკუმენტი 27472/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27472/2/2026

18 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 1.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27472/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის №047-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №684 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა 14 237.91 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა კომპიუტერული ტექნიკითა და მობილური ტელეფონებით ვაჭრობა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის №5996 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 101 498.63 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 164 621 ლარი. აღურიცხავი სმფ-ები არ გამოვლენილა. გამოვლენილ დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის №CB1738539 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 16 462.16 ლარი. აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 20.11.2025 წლის №25517 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად დანაკლისის ნაწილში ჯარიმა 16 462.16 ლარი შემცირდა 2 224.25 ლარით და შეადგინა 14 237.91 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.11.2025 წლის №25517 ბრძანების საფუძველზე გამოიცა 21.11.2025 წლის №047-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №684 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პირების მიერ შესწავლილ იქნა ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ საჩივარში დასმული საკითხები და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად დაკორექტირდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულება. კერძოდ: №--- სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული 10 ერთეული „ტელეფონი Yealink+გაფართოების მოდულის“ პირვანდელ ღირებულებას დაემატა IP ტელეფონების ღირებულება (შეძენილი 2021 წლის 28 ივლისს №1054588 საბაჟო დეკლარაციით) და შეადგინა 6 334.8 ლარი.

ასევე, დაკორექტირდა №0621086673 სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული 20 ერთეული „მყარი დისკი HDD“ ის პირვანდელი ღირებულება და შეადგინა 4 737.2 ლარი (შეძენილი 2021 წლის 13 სექტემბერს №1078750 საბაჟო დეკლარაციით). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენილი დანაკლისის პირვანდელ ღირებულებაში, გაიმიჯნა იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელთა რეალიზაცია არ მომხდარა ნამეტი ღირებულებით (ფასნამატით), რისი იდენტიფიცირებაც მოხდა გადამხდელის მიერ წარდგენილი მიღებაჩაბარების აქტებით, ბანკის ქვითრებითა და პროდუქციის შემძენი ფიზიკური პირების წერილობითი ახსნა-განმარტებებით. აღსანიშნავია, რომ ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებიდან მიღებული თანხები არ იქნა ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. ამასთანავე, მისი იმპორტისას გადახდილი დღგ სრულად ჩაითვალა გადამხდელმა.

შესაბამისად, ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ჩაითვალა დანაკლისად. სულ ამგვარი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ დანაკლისის მთლიან თანხაში შეადგინა 19 279.79 ლარი. დანაკლისად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანარჩენ ნაწილზე (73 758.05 ლარი) კი გავრცელდა 37.45 % ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 142 379.07 ლარი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 3 25.09.2025 წლის №20853 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს 2021-2024 წლებში განხორციელებული აქვს საბაჟო ოპერაციები. კერძოდ კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცხოველების მოვლის საშუალებები და აქსესუარები, ასევე პირადი მოხმარების ფეხსაცმელი, სათვალე და სხვა ნივთები. არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრულ ჯარიმას. კომისიის მიერ გავრცელებული იქნა “სხვა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის“ 37.45 % ფასნამატი, რაც არ შესაბამება სინამდვილეს. მისთვის უცნობია არის თუ არა სხვა მესამე პირი მისი შესადარი პირი, ვაჭრობს თუ არა მსგავსი საქონლით, არის თუ არა მსგავსი ბრუნვის, ვისგან/რომელი ქვეყნიდან აქვს იმპორტირებული საქონელი.

მეწარმეს აღნიშნული პროდუქცია რეალიზებული აქვს დოკუმენტებით, მათ შორის მიღებაჩაბარებებით, ფასნამატით, რაც დასტურდება ზედნადებებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით და მიღება-ჩაბარების დოკუმენტების საფუძველზე. ითხოვს აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებას, ფასნამატის გადაანგარიშებას და დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას. სასაქონლო ზედნადები (№---) რომლითაც რეალიზებულია ტელეფონი yealink + გაფართოების მოდული (აღნიშნული წარმოადგენს კომპლექტს), შემოწმების მიერ არ არის ჩამოწერილი სრულად. ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ ტელეფონის ღირებულება, ამასთან ერთად, ჩამოწერას ექვემდებარება გაფართოების მოდული თვითღირებულებით 3 723.63 ლარის ოდენობით. სასაქონლო ზედნადები (№---) რომითაც რეალიზებულია მყარი დისკი HDD 1ტბ და მყარი დისკი HDD (გარე ვინჩესტერი)1ტბ, არ არის ჩამოწერილი სრულად. აღნიშნული პროდუქცია შემოსულია 13.09.2021 წელს 41 ცალი რომლიდანაც მოხდა 40 ცალის რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე ჩამოწერას ექვემდებარება 4 621.77 ლარი. სხვაობებია რეალურად შემოტანილ საბაჟო დეკლარაციის თვითღირებულებასა და პროექტით მიერ მოწოდებულ საქონლის თვითღირებულებას შორის. ითხოვს დაკორექტირდეს გაზრდილი თანხა. არ ეთანხმება რეალიზებული საქონლის დანაკლისად მიჩნევა და მასზე საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის ნორმების გავრცელებას.

საბაჟოთი შემოტანილი საქონელი გადაცემულია მესაკუთრეზე, თანხა მიღებულია საბანკო და სალაროს მეშვეობით და გადაცემულ საქონელზე შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები. არ ეთანხმება შეძენილი პირადი მოხმარების ნივთების: ფეხსაცმელის, სათვალეს და სხვა ნივთების დანაკლისად კვალიფიცირებას, ვინაიდან აღნიშნული ნივთები შეძენილია მეწარმის პირადი მოხმარების მიზნით. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №684 ბრძანების ბათილობას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს 21.11.2025 წლის №047-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტები);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; მომჩივანი მიუთითებს, რომ 2021-2024 წლებში განხორციელებული აქვს საბაჟო ოპერაციები. კერძოდ კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცხოველების მოვლის საშუალებები და აქსესუარები, ასევე პირადი მოხმარების ფეხსაცმელი, სათვალე და სხვა ნივთები. არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრულ ჯარიმას. კომისიის მიერ გავრცელებული იქნა “სხვა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის“ 37.45 % ფასნამატი რაც არ შესაბამება სინამდვილეს. მისთვის უცნობია არის თუ არა სხვა მესამე პირი მისი შესადარი პირი, ვაჭრობს თუ არა მსგავსი საქონლით, არის თუ არა მსგავსი ბრუნვის, ვისგან/რომელი ქვეყნიდან აქვს იმპორტირებული საქონელი. მეწარმეს აღნიშნული პროდუქცია რეალიზებული აქვს დოკუმენტებით, მათ შორის მიღება-ჩაბარებებით, ფასნამატით, რაც დასტურდება ზედნადებებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით და მიღება-ჩაბარების დოკუმენტების საფუძველზე, წარმოადგენს საბანკო ჩარიცხვებს და მყიდველთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების დოკუმენტებს.

სასაქონლო ზედნადები (№---) რომითაც რეალიზებულია ტელეფონი yealink + გაფართოების მოდული (აღნიშნული წარმოადგენს კომპლექტს), შემოწმების მიერ არ არის ჩამოწერილი სრულად. ჩამოწერას დაექვემდებარა მხოლოდ ტელეფონის ღირებულება, ამასთან ერთად ჩამოწერას ექვემდებარება გაფართოების მოდული თვითღირებულებით 3 723.63 ლარის ოდენობით. სასაქონლო ზედნადები (№---) რომითაც რეალიზებულია მყარი დისკი HDD 1ტბ და მყარი დისკი HDD (გარე ვინჩესტერი)1ტბ, არ არის ჩამოწერილი სრულად. აღნიშნული პროდუქცია შემოსულია 13.09.2021 წელს 41 ცალი რომლიდანაც მოხდა 40 ცალის რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე ჩამოწერას ექვემდებარება 4 621.77 ლარი. სხვაობებია რეალურად შემოტანილ საბაჟო დეკლარაციის თვითღირებულებასა და პროექტით მიერ მოწოდებულ საქონლის თვითღირებულებას შორის. არ ეთანხმება რეალიზებული საქონლის დანაკლისში ჩვენებას და მასზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის ნორმების გავრცელებას.

საბაჟოთი შემოტანილი საქონელი გადაცემულია მესაკუთრეზე, თანხა მიღებულია საბანკო და სალაროს მეშვეობით და გადაცემულ საქონელზე შედგენილია მიღებაჩაბარების აქტები. არ ეთანხმება შეძენილი პირადი მოხმარების ნივთების: ფეხსაცმელის, სათვალეს და სხვა ნივთების დანაკლისად კვალიფიცირებას, ვინაიდან აღნიშნული ნივთები შეძენილია მეწარმის პირადი მოხმარების მიზნით. საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №50320-21- 12 წერილი, საიდანაც ირკვევა მოპასუხე ორგანოს პოზიცია: შესწავლის შედეგად დაკორექტირდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება. კერძოდ: №--- ელ. სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული 10 ერთეული „ტელეფონი Yealink+გაფართოების მოდული-ს პირვანდელ ღირებულებას დაემატა IP ტელეფონების ღირებულება (შეძენილი 28.07.2021 წელს №--- საბაჟო დეკლარაციით) და შეადგინა - 6 334.8 ლარმა.

ასევე, დაკორექტირდა №--- ელ.სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული 20 ერთეული „მყარი დისკი HDD“-ს პირვანდელი ღირებულება და შეადგინა 4 737.2 ლარი (შეძენილი 13.09.2021 წელს №1078750 საბაჟო დეკლარაციით). აღნიშნული კორექტირების შედეგად საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებული სმფ-ების ჯამურმა პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 74 592.36 ლარი, ხოლო გამოვლენილმა სმფ-ების დანაკლისის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 93 037.84 ლარი.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით, სმფ-ების გამოვლენილი დანაკლისის პირვანდელ ღირებულებაში, გაიმიჯნა იმ სმფ-ების ღირებულება, რომელთა რეალიზაცია არ მომხდარა ნამეტი ღირებულებით (ფასნამატით), რისი იდენტიფიცირებაც მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ბანკის ქვითრებითა და პროდუქციის შემძენი ფიზიკური პირების წერილობითი ახსნა განმარტებებით.

აღსანიშნავია, რომ ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებიდან მიღებული თანხები არ იქნა ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. ამასთანავე, მისი იმპორტისას გადახდილი დღგ სრულად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელმა. შესაბამისად, ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ჩაითვალა დანაკლისად. სულ ამგვარი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ დანაკლისის მთლიან თანხაში შეადგინა 19 279.79 ლარი. დანაკლისად მიჩნეული სმფ-ების დანარჩენ ნაწილზე (73758.05 ლარი) გავრცელდა 37.45 % ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულებამ ((19279,79*1,18)+(73758,05*1,18*1,3745)) შეადგინა - 142 379.07 ლარი. გამოიცა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.11.2025 წლის №25517 ბრძანება მომჩივნის მიმართ 25.03.2025 წელს შედგენილი №CB1738539 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილებების შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ჯარიმის - 16 462.16 ლარის ნაცვლად დაერიცხა 14 237.91 ლარი. 21.11.2025 წელს მომჩივანს წარედგინა №047-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები ვერ იძლეოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ფასნამატის განსაზღვრის შესაძლებლობას, საინვენტარიზაციო კომისიამ, გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გამოიყენა მსგავსი საქონლით მოვაჭრე გადასახადის გადამხდელის ფასნამატი, რომელიც ახდენდა მსგავსი საქონლის (კომპიუტერული ტექნიკა) იმპორტს და რეალიზაციას, მასთან ასევე ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომელიც მოიცავს იგივე საანგარიშო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მოხდა სმფ-ების საბუღალტრო ნაშთის ღირებულების გაანგარიშება აღნიშნულ შემთხვევაში. გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვები ემთხვეოდა მის მიერ გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებების ღირებულებას (დეკლარირებული ბრუნვები ემთხვევა დოკუმენტურ რეალიზაციას), ამ ზედნადებებით გაყიდული საქონლის პირვანდელი ღირებულების მიხედვით მოხდა ჩამოწერა და არა ფასნამატის მეშვეობით. რეალიზაციის ყველა შემთხვევაში ელ. სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება ნაკლები იყო მის პირვანდელ ღირებულებასთან შედარებით, რამაც გამოიწვია კიდეც მსგავსი საქონლით მოვაჭრე გადასახადის გადამხდელის ფასნამატის გამოყენების აუცილებლობა.

ფასნამატის დასადგენად საჭირო სხვა დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის და დავის არცერთი ეტაპის მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანების შესაბამისად ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პირების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგად, სმფ-ების გამოვლენილი დანაკლისის პირვანდელ ღირებულებაში, გაიმიჯნა იმ სმფ-ების ღირებულება, რომელთა რეალიზაცია არ მომხდარა ნამეტი ღირებულებით (ფასნამატით), რისი იდენტიფიცირებაც მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ბანკის ქვითრებითა და პროდუქციის შემძენი ფიზიკური პირების წერილობითი ახსნა-განმარტებებით. ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებიდან მიღებული თანხები არ იქნა ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. ამასთანავე, მისი იმპორტისას გადახდილი დღგ სრულად ჩაითვალა გადამხდელმა. შესაბამისად, ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ჩაითვალა დანაკლისად. სულ ამგვარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ დანაკლისის მთლიან თანხაში შეადგინა 19 279.79 ლარი. დანაკლისად მიჩნეული სმფ-ების დანარჩენ ნაწილზე (73 758.05 ლარი) კი გავრცელდა 37.45 % ფასნამატი.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულების დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა შეძენილი სმფ-ები, როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე საბაჟო დოკუმენტებით. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში შეძენილი სმფ-ების ღირებულებაში არ მოხვდა პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი სმფ-ები, ასეთად იდენტიფიცირების შემთხვევაში.

ზედნადებით შეძენილი - „შპალერი“, „წებო“, „თვალის ბროლი“, „მაცივარი“, ასევე იმპორტირებული - „ტანსაცმელი“, „ფეხსაცმელი“, „სათვალე“, „პერანგი“ და ა. შ., გარდა იმ სმფ-ებისა (ძაღლის აბაზანა, ფეხსაცმელი, სათვალე, საფულე...), რომელიც პირდაპირ არ იყო დაკავშირებული გადამხდელის საქმიანობის სფეროსთან, თუმცა მასზე გადახდილი დღგ ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დასმული პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი სმფ-ები ვერ მოხვდებოდა გამოვლენილი დანაკლისის ღირებულებაში, ვინაიდან ისინი არ იქნა გათვალისწინებული შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულების დადგენისას. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების მასალებით იკვეთება, რომ ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებიდან მიღებული თანხები არ იქნა ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. ამასთანავე, მისი იმპორტისას გადახდილი დღგ სრულად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელმა. შესაბამისად, ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ჩაითვალა დანაკლისად. სულ ამგვარი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ დანაკლისის მთლიან თანხაში შეადგინა 19 279.79 ლარი. დანაკლისად მიჩნეული სმფ-ების დანარჩენ ნაწილზე (73758.05 ლარი) გავრცელდა 37.45 % ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულებამ ((19279,79*1,18)+(73758,05*1,18*1,3745)) შეადგინა - 142 379.07 ლარი. გამოიცა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება მომჩივნის მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილებების შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ჯარიმის - 16 462.16 ლარის ნაცვლად დაერიცხა 14 237.91 ლარი.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20853 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).